• Ƀ/$

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვარი 17:07 | ფინანსები

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1871 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.
 
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4867 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.7642 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 იანვრიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები