• Ƀ/$

ბელარუსში ყველა „ტკბილი“ დირექტორი დააპატიმრეს

28 იანვარი 18:37 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბელარუსის ძალოვნებმა გასული კვირის ბოლოს ქვეყნის ოთხივე შაქრის ქარხნის დირექტორები დააკავეს, ამის შესახებ პორტალი tut.by ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„გასული კვირის ბოლოს ამ საქმეზე 11 პირი დააკავეს, გვაცნობა ორმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ და დააზუსტეს, რომ საქმეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური იძიებს“, – წერს გამოცემა.


პორტალის მონაცემებით, „შაქრის საქმის“ ფიგურანტები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ, როდესაც ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზად დასასვენებლად წასვლას ასახელებდა. მათ შორის, ერთ–ერთი დირექტორის დაკავების მიზნით, მინსკი–მიუნხენის რეისი აფრენის აეროდრომზე დააბრუნეს და ის ბორტიდან მოხსნეს.


გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის ძალოვნები ამ დრომდე ასაიდუმლოებენ „შაქრის საქმის“ დეტალებს.


სხვა სიახლეები