სოფლის მეურნეობა
ყველი
"ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.‘’მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა "ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის ‘'ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
ყველი
"ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.‘’მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა "ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის ‘'ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

სოფლის მეურნეობა 1713947946

მარწყვი
მარწყვისა და ხენდროს იმპორტი შემცირდა, ღირებულებაში კი 407%-იანი ზრდაა

ქვეყანაში ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტი 1,5%-ითაა შემცირებული, თუმცა იმპორტის ღირებულება გაზრდილია.2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვისა და ხენდროს იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ კვარტალში 997.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით ქვეყანაში შემოსული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება 269.23 ათასი დოლარია, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება კი 1,363.93 ათასი დოლარი. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში 407%-იანი ზრდაა.2024 წლის პირველ კვარტალში მარწყვი და ხენდრო სულ 2 ქვეყნიდან შემოვიდა: თურქეთი და ეგვიპტე, თუმცა ლიდერი თურქეთია.🔵 თურქეთი - 980.62 ტონა - 1,360.95 ათასი დოლარი;🔵 ეგვიპტე - 1.49 ტონა - 2.98 ათასი დოლარი.ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში მარწყვისა და ხენდროს იმპორტი მზარდ ტრენდზეა.2023 წელს ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი და ხენდრო იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 42%-იან ზრდას აჩვენებს. 

ეკონომიკა 1713947907

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.„დღეს ფერმერმა ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, რაც კლიმატის ცვლილებით შეიქმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების სწორად მოვლა. ცალკე გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობა წელსაც მაქსიმალურს გააკეთებს. ინდუსტრიულ ბაღში 2,5-3 ტონაა მოსავლიანობა; მცირე ფერმერებსაც შეუძლიათ, გააორმაგონ მოსავალი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს და საბოლოო ჯამში ქვეყანას. მცირე მეწარმეების მიერ მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის ექსპორტიორებში მესამე ადგილს დავიკავებთ. სწორი მოვლით ამის მიღწევა შეგვიძლია, სახელმწიფო პროგრამაც სწორად ამას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ყველამ ერთად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, ძალები გავაერთიანოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ არსებული პროგრამებით ბაღების მოვლის ხარჯები 60-70 პროცენტით შეუმცირდათ. ფერმერებმა ასევე ისაუბრეს თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით სამინისტროს მხრიდან ცოდნის ამაღლებისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.„თანამიმდევრული და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერებს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესთავაზონ, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული. გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც მოიცავს ბრძოლას მავნებლებთან და სუბსიდირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები, რაც აუცილებელია ბაღის სწორად მოვლისათვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა.

საზოგადოება 1713942382

წყნეთის გზატკეცილი
მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს

მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა.კერძოდ, მერიამ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელიდან) წყნეთის გზატკეცილი N6-მდე გზის გაფართოების და რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 19 აპრილს გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 723 633 ლარს შეადგენს.

საზოგადოება 1713942057

კაფე-ბარი
რამდენი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა/დაიხურა საქართველოში

2024 წლის 3 თვეში საქართველოში 31 ახალი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.მონაცემების თანახმად, ყველაზე ბევრი რესტორანი და კაფე-ბარი თბილისში გაიხსნა და მათი რაოდენობა 8-ს შეადგენს, დედაქალაქს მოსდევს აჭარა 6 ახალი ობიექტით, იმერეთი (7), ქვემო ქართლი (5), კახეთი (2), ხოლო შიდა ქართლში, გურიასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში თითო-თითო ახალი რესტორანი/კაფე-ბარი გაიხსნა.აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში 24 რესტორანი და კაფე-ბარი დაიხურა. მათგან 10 აჭარაში, 4-4 თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში 2-2. რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 992 რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, 67 კი დაიხურა. ახალი ობიექტების უდიდესი ნაწილი - 372 დედაქალაქში მდებარეობდა, 299 აჭარაში, 89 იმერეთში, 48 ქვემო ქართლში, 40 კახეთში, 39 სამცხე-ჯავახეთში, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში და ასევე, შიდა ქართლში, 19 მცხეთა-მთიანეთში, 17 გურიაში, ხოლო ყველაზე ცოტა - 13 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.ამასთანავე, დახურული ობიექტებიდან გასულ წელს 25 თბილისში მდებარეობდა, აჭარაში 14, ქვემო ქართლში 8, შიდა ქართლში 5, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში 4-4, გურიაში 3, კახეთში 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თითო-თითო.

საზოგადოება 1713941904

ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ქართული ბოსტნეულის საექსპორტო წილის 90% რუსეთში გადის - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

„ვფიქრობ, რომ წელს ხილ-ბოსტნეულის მოსავლის 15-20%-იანი ზრდა უნდა იყოს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად რუსეთი რჩება და ქართული ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის. „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შარშან შედარებით უმოსავლო წელიწადი იყო, რაც ბოსტნეულის ფასებზე და მოსავლის მოცულობაზე აისახა. ჯერ წვიმები იყო, მერე გვალვა, სეტყვა და ა.შ. ამან ჩვენი პროდუქციის დაზიანება გამოიწვია და ხარისხობრივად და რაოდენობრივად ვერ მიეწოდა საკმარისი პროდუქცია ვერც შიდა ბაზარს და საექსპორტო მოცულობებიც შეზღუდული იყო. რაც შეეხება წლევანდელ წელიწადს, მოლოდინები კარგია, რადგან ჯერჯერობით ამინდი კარგია, საგაზაფხულო ყინვები არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წელს მოსავლიანობის გარკვეული ზრდა იქნება. ფასები შარშან მაღალი იყო და როცა ფერმერები უყურებენ, რომ ფასი არის მაღალი, მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული უჩნდებათ და ვფიქრობ, რომ 15-20%-იან ზრდა უნდა იყოს“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ, რუსული ბაზარი უფრო „ელასტიურია“, ვიდრე ევროკავშირის და ბოსტნეულის პატარა მოცულობებსაც ითვისებს.„პრობლემა არის პროდუქციის ხარისხი და ფასი. დანარჩენი - ბაზრებთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის. სერტიფიცირებას რაც შეეხება, ჩვენი ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატით შესაძლებელია ბოსტნეულის ევროპის ქვეყნებში გატანა. ამის პრაქტიკა გვაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ თვითონ პროდუქციის რაოდენობა, მოცულობა უნდა იყოს შესაბამისი, ხარისხი და ფასი. ეს 3 კომპონენტია ხელის შემშლელი. თუ არ არის პროდუქციის რაოდენობა, შესაბამისად ვერც გაუკეთებ კონტრაქტს, ვერც გაუკეთებ კონსოლიდაციას. ბოსტნეულის მცირე რაოდენობები რაც არის, უფრო რუსეთისკენ გადის. იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო „ელასტიურია“ და შედარებით პატარა მოცულობებსაც ითვისებს. თან არც ხარისხზე და ფასზე მაინც და მაინც პრეტენზია არ აქვთ. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ. მათ მეტი სტაბილურობა, მეტი რაოდენობა და მაღალი ხარისხი სჭირდებათ შესაბამის სტაბილურ ფასად და ჩვენთან ეს სტაბილური ფასი არ არის. ჯერ თავიდან ფასი ძალიან მაღალია, მერე ჩამოვარდება ხოლმე და ეს რყევები ევროპული ბაზრისთვის მიუღებელი. რუსული ბაზრისთვის პირიქით - შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში 3-4-ჯერ შეიცვალოს ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასი. ამიტომ, ქართული ბოსტნეულის მთავარი ექსპორტიორი რუსეთია. ჩვენი საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის,“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

ეკონომიკა 1713941382