• Ƀ/$

საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე სინამდვილეში რამდენია? ზოგან $4000 წერია ზოგ წყაროში - $10 000. ამხელა სხვაობას რა განაპირობებს?


პასუხი

მშპ-ს 2 მეთოდით ითვლიან. პირველი ეს არის ნომინალური ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს შემთხვევაში ლარში.  წლის განმავლობაში წარმოებული ყველა სახის საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება ჯამდება და შემდეგ არსებული კურსი გადადის დოლარში. 1 სულ მოსახლეზე რაოდენობის გასაგებად კი ჯამური მშპ მოსახლეობის რაოდენობაზე იყოფა. აღნიშნული მეთოდი სახელმწიფოების შედარების დროს რეალობას არ ასახავს. ერთიდაიმავე ნივთის ფასი სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვაა. PPP ( Purchasing power parity-მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი) ფასების გათანაბრებას ცდილობს. სიმარტივისთვის ფასები შედარებულია შეერთებული შტატების ფასებთან. შესაბამისად აშშ-ის ნომინალური და PPP მეთოდით დათვლილი მშპ ერთმანეთის ტოლია. როგორც წესი ღარიბ სახელმწიფოში ფასები დაბალია, ამიტომ PPP მეთოდით დათვლილი მშპ უფრო მეტი გამოდის. ბანგლადეშში საშუალო შემოსავალი 1 სულზე წელიწადში 1100 დოლარია, ძალიან ცოტაა, მაგრამ ამ თანხას იმდენივე ძალა აქვს რამდენიც 4500 დოლარს შეერთებულ შტატებში. ამის საპირისპიროდ თუ შვიცარიის ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 81 000 დოლარია PPP დათვლებით მხოლოდ 61 000 დოლარი გამოდის. საქართველოც ღარბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და ფასები ამერიკულთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ დაბალია. მშპ-ს 2 მეთოდს შორის განსხვავებას სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.