სოფლის მეურნეობა
ცხვარი
„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა“ - ბექა გონაშვილი

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია.„ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების უმეტესობა ძალიან იგვიანებს და როდესაც ცხოველი კვდომას იწყებს, მაშინ იწყებენ ვაქცინაციას და ლოგიკურია, რომ ვეღარ შველიან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.ბექა გონაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ცხვრის იმპორტი, საიდანაც პირუტყვი ერაყშიც გადიოდა.„რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. „ჩვენი პროდუქცია, ცხვარი, არ არის შიდა ბაზრისთვის, ის ძირითადად საექსპორტოდ გამოიყენება, ამიტომ როგორც კი რომელიმე ბაზრის დაკეტვა ხდება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენზე. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ფასმა მოიმატა, რა შეიძლება აღდგომის მოსვლასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზარალი არის დიდი“ - აცხადებს იგი.

1714489163

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.


სხვა სიახლეები
სურსათი
რა გაიაფდა აპრილში

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 % იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ხახვი, ანტიბიოტიკები და წიწიბურა.უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალს: 🔵 ხახვი - 39%🔵 ანტიბიოტიკები - 36%🔵წიწიბურა - 34%🔵 კარტოფილი - 30%🔵 ლიმონი - 22%🔵 ტელევიზორი - 21%🔵 მზესუმზირის ზეთი - 20,5%🔵 ნათურა - 19%🔵 კიტრი - 18%🔵 ელექტროყავადანი - 17%

ეკონომიკა 1714728720

დაბერება
საქართველოს მოსახლეობა ბერდება - „რეგიონი მოუმზადებელია დაბერებასთან გასამკლავებლად“

აზიაში მოსახლეობა ნაადრევად ბერდება. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც. აღნიშნული შესახებ ანგარიში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში წარადგინეს. ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის 60+ ასაკის მოქალაქეების რაოდენობა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაორმაგდება და 1.2 მილიარდს მიაღწევს, რაც რეგიონში მოსახლეობის სრული რაოდენობის მეოთხედია.მოსახლეობის ნაადრევი დაბერება მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას პენსიაზე, სოციალური კეთილდღეობის პროგრამებსა და ჯანდაცვის სერვისებზე. მიუხედავად ამისა, რეგიონი მოსახლეობის დაბერებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად არ არის.დაბალი პენსია, ჯანდაცვის პრობლემები, სოციალური იზოლაცია და პირველად სერვისებზე შეზღუდული წვდომა ძირითადი გამოწვევების რიგებშია. ანგარიშის თანახმად, მათ აღმოსაფხვრელად მთავრობებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან:  „განხორციელებულმა სტრატეგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვესტირებას ჯანდაცვაში, განათლებაში, უნარების ათვისებასა და საპენსიოდ ფინანსურ მზადყოფნაში“, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.ამასთანავე, მთავრობის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები მოიცავს საპენსიო პერიოდის დაზღვევას. დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აზიაში ხანდაზმული ადამიანები სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უფრო დიდხანს მუშაობენ. ამასთანავე, 65 წელს გადაცილებული პირების 94% მუშაობს არაფორმალურ სექტორში, რაც ამცირებს მათ წილს ეკონომიკურ განვითარებაში.„მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ კარგად მორგებული და კოორდინირებული პოლიტიკა. ამასთანავე, კერძო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი როლი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს პენსიისთვის შესაფერისი ფინანსური პროდუქტები”, - აღნიშნულია ანგარიშში.რაც შეეხება საქართველოს, „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი აიკო კიკავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორი და დაავადებებთან ეფექტური ბრძოლა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა.„საქართველოს შემთხვევაში სპეციფიკური მდგომარეობა გვაქვს, პროცესები გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ალბათ, ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი საკითხი კავკასიასთან მიმართებაში, აქ უფრო მეტი გაუმჯობესება არის საჭირო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანდაცვის საკითხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გვერდითა ფაქტორები: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება”, - აღნიშნა აიკო კიკავამ.კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს იმ პირებთან მიმართებაში, ვინც საპენსიო ასაკამდე წყვეტს მუშაობას, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ აღნიშნულთან მიმართებაში სხვადასხვა პროგრამა არსებობს.„ბევრ ქვეყანაში იგივე პრობლემაა, რაც თქვენ ახსენეთ. რაც შეეხება საპენსიო ასაკამდე მუშაობის შეწყვეტას, არსებობს პროგრამები ამასთან მიმართებაში. მაგალითად, როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს, შეიძლება მან დაიწყოს მუშაობა ერთ სფეროში და ციკლის განმავლობაში შეინარჩუნოს დასაქმების პოტენციალი“, - გვიპასუხა კიკავამ.შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

ეკონომიკა 1714723860

ეკონომიკა
ქართული ეკონომიკა ეცემა?! - თუ სწრაფად არ დარეგულირდა სიტუაცია, ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება, ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს.ეკონომისტების და ბიზნესმენების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა დაკარგავს შემოსავალს, არ შემოვა უცხოური ინვესტიციები და საქართველო მხოლოდ, ე.წ. ოფშორებიდან წამოსული ფინანსების ამარა დარჩება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეამცირებს ქვეყნის მშპ-ს, რაც ნაგატიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეკონომიკის შემცირების ტენდენცია კი უკვე აპრილის მაჩვენებლების გამოქვეყნებისას აისახება.ამიტომ, აუცილებელია, რომ სწრაფად დამშვიდდეს სიტუაცია, და თუ ეს ასე არ მოხდა, თუ სწრაფად არ დარეგულირდა მდგომარეობა, ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება.

ეკონომიკა 1714720440

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა
საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ - ADB-ის პრეზიდენტი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა აცხადებს, რომ საქართველო შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამს მომავლისკენ. ასაკავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის ცერემონიის გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში.„საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას. ყველა მოუთმენლად ველით, რომ ძალიან წარმატებული იქნება. საქართველო თავისი ტრადიციული და თანამედროვე, გამორჩეული ბრენდით, არის ძალიან მომხიბვლელი და სტუმართმოყვარე ქვეყანა. საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ. ის არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ტექნოლოგიურ ინოვაციებში, ასევე ევროპისა და აზიის ძლიერი და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი. საქართველოს სემინარის დღე ნამდვილად განასახირებს ADB-ის წლევანდელი შეხვედრის თემას - ხიდი მომავლისკენ“, - თქვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.წყარო: bm.ge

ეკონომიკა 1714660998

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6788 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8684 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8583 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0828 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 მაისს შევა ძალაში. 

ეკონომიკა 1714656453

სოხუმი
„აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია“ - აფხაზური მედია

„საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებით იმედგაცრუებული ევროპული სტრუქტურები დამოუკიდებელ აფხაზეთთან თანამშრომლობის კურსს დაადგებიან“, - ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.„აბხაზია ცენტრი" აღნიშნავს, რომ ევროპა ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებები და დისციპლინა. ის წერს, რომ აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია."საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებით იმედგაცრუებული ევროპული სტრუქტურები დამოუკიდებელ აფხაზეთთან თანამშრომლობის კურსს დაადგებიან. გულუბრყვილოა ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთის ურთიერთობები ევროკავშირთან რუსეთ - აფხაზურის ანალოგიით აშენდება. აქ საქმე სულაც არ არის მოწონების ან არ მოწონების საკითხი.ევროპა არის ევროპული ღირებულებების გაზიარების სურვილი და შესაძლებლობა. ევროპა დამოუკიდებელი სასამართლოა და არა ის ფარსი, რაც ჩვენ გვაქვს. ევროპა ნამდვილი პარლამენტარიზმია და არა პისტოლეტებით ქამრებში მოქცეული კაცები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ მომენტში სროლის დასაწყებად. ევროპა არის შრომისმოყვარეობა და დისციპლინა და არა დახურული ინსტიტუტები უფროსის შორეული ნათესავის დაკრძალვის გამო. ევროპა არის ის, როდესაც რესტორნის მფლობელი იხდის ლანჩზე საკუთარ რესტორანში. ევროპა ეხება ადამიანის უფლებებს და არა ეთნიკურობასა და კლანურ კუთვნილებას. კიდევ ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ნათელია, რომ აფხაზური წესრიგით მას ევროპაში არ დაუშვებენ. თუ სურვილი და მისწრაფება იქნება, შესაძლებელია, წლების განმავლობაში ბევრს მივაღწიოთ. ისტორიულად აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია", - აღნიშნულია სტატიაში.

სხვადასხვა 1714652062