2jhhh
როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

1794220321

მიგრანტები
2026 წლის 9 თვეში საქართველოში თავშესაფარი 493-მა უცხოელმა მოითხოვა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.

1794209292

დებატები
დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის

პროექტში პედაგოგთა შერჩევა და გადამზადება დასრულდა.2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პროექტ „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მქონე საჯარო სკოლების პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი. შერჩევის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება პედაგოგთა ახალი ჯგუფი, რომელიც დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალურ გადამზადებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით მაღალი ინტერესითა და მსურველთა აქტიურობით გამოირჩეოდა. პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი.შერჩევის ბოლო ეტაპზე პროექტში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცა, რისთვისაც პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ორეტაპიანი იყო და მოიცავდა განაცხადების განხილვას, კანდიდატებთან გასაუბრებასა და რეკომენდაციების შეფასებას. შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პროფესიული განათლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული აპლიკანტებისთვის სასტუმრო „თბილისი ბილტმორში“ საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. მონაწილეებს გააცნეს პროექტის პირველი ეტაპის შედეგები, მისი გაფართოების გეგმები, კონკურსის პირობები და პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დებატების მეთოდოლოგიის მნიშვნელობას პროფესიულ განათლებაში და მის როლს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.შერჩეული და გადამზადებული პედაგოგები მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეძლებენ დებატების სწავლების დანერგვას როგორც ექსტრაკურიკულარული აქტივობის სახით, ისე სხვადასხვა სასწავლო საგანში ინტეგრირების გზით. დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის სუპერვიზირებით პედაგოგები იმუშავებენ სტუდენტებთან და ხელს შეუწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატკლუბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

1793878419

ბანკები
ბანკები დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მესამე პირებზე ვეღარ გააქირავებენ - კანონპროექტი

კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული, რომლის ავტორებიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბანკები უძრავი ქონების იჯარით გაცემას მხოლოდ საკუთარი საბანკო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, სოციალური პროექტებისთვის ან საკუთარი შვილობილი საწარმოსთვის შეძლებენ. მესამე პირებზე ქონების გაქირავება აღარ იქნება დასაშვები.მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ფართი საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ბანკის სოციალურ პროექტებს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა მიზნებს ემსახურება. მათ შორის, დასაშვებია ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დასაკუთრებული ქონების გაქირავებაც.ცვლილების თანახმად, იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ ბანკის საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მას აქირავებს, ან მის შვილობილ საწარმოს. ამასთან, უცვლელი რჩება სოციალური პროექტებისთვის ქონების გამოყენების შესაძლებლობა.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების გაქირავება საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად არ იქცეს.ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ბანკის იმ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.

1793874960

გადასასვლელი ხიდი
როდის და როგორ აშენდა სად­გუ­რის მო­ედ­ნის ე.წ. გადასასვლელი ხიდი

სად­გუ­რის მო­ედ­ნის ე.წ. გა­და­სას­ვლელ ხიდს, სა­დაც 2 ნო­ემ­ბერს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და და­ახ­ლო­ე­ბით, მისი მე­ო­თხე­დი გა­ნად­გურ­და, ბევ­რმა არც იცის, რომ,ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ჰქვია.ვიდ­რე ვი­ტყო­დეთ, რო­დის და რა­ტომ და­არ­ქვეს მას ეს სა­ხე­ლი, მა­ნამ­დე გა­დავ­ხე­დოთ მის ის­ტო­რი­ას:აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და და­დი­ა­ნის ქუ­ჩას ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. აშე­ნე­ბუ­ლია 1930-1940-იან წლებ­ში. 90-იან წლებ­ში ამ ად­გილ­მა ბაზ­რო­ბის ფუნ­ქცი­აც შე­ი­თავ­სა. ასე იქა­უ­რო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვაჭ­რო სივ­რცედ იქცა და არა მარ­ტო თვი­თონ ხიდი, მისი მიმ­დე­ბა­რე კი­ბე­ე­ბი და ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ხან­ძრამ­დე იყი­დე­ბო­და მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, წვრი­ლი ტექ­ნი­კა და სხვა ათა­სი წვრილ­მა­ნი...დიახ, იქ არ­სე­ბულ მცი­რე მა­ღა­ზია-დახ­ლებ­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ყო­ველ­დღი­ურ სარ­ჩოს ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. რა იქ­ნე­ბა ამ ხან­ძრის შემ­დეგ, არა­ვინ იცის.რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თბი­ლი­სის გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­დაა, რო­მე­ლიც, სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და ნა­ძა­ლა­დევს - "ნა­ხა­ლოვ­კას“ ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩის მხი­დან აკავ­ში­რებს. ეს ად­გი­ლი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტი­ცაა. მშე­ნებ­ლო­ბა და წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია ვიდ­რე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სად­გუ­რი გაჩ­ნდე­ბო­და, ეს ტე­რი­ტო­რია ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს წარ­მო­ად­გენ­და.ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 1872 წელს, რო­დე­საც გა­იხ­სნა თბი­ლი­სი-ფო­თის რკი­ნიგ­ზა - პირ­ვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი კავ­კა­სი­ა­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რის შე­ნო­ბა (იმ­ჟა­მად "ტიფ­ლი­სის ვაგ­ზა­ლი“), რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მთე­ლი უბ­ნის, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის, ფორ­მი­რე­ბას.ტრან­სპორ­ტის ხა­ზის მიღ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნე­ბარ­თვოდ, ნა­ძა­ლა­დე­ვად და­სახ­ლდნენ რკი­ნიგ­ზის მუ­შე­ბი. ამ ად­გილს სწო­რედ ამი­ტო­მაც ეწო­და, ნა­ძა­ლა­დე­ვი, ანუ "ნა­ხა­ლოვ­კა“.რკი­ნიგ­ზის მრა­ვალ­ზო­ლი­ა­ნი ლი­ან­და­გე­ბი ფი­ზი­კუ­რად ჭრი­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრსა და ნა­ძა­ლა­დე­ვის უბანს ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ხი­ფა­თოს ხდი­და.ლი­ან­და­გებ­ზე უსაფრ­თხოდ გა­და­სას­ვლე­ლად XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ლი­თო­ნის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი. XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე შექ­მნი­ლი ეს კონ­სტრუქ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ნა­ძა­ლა­დე­ვის მუ­შა­თა და­სახ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას ცენ­ტრა­ლურ სად­გურ­თან და ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­თან. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის რე­კონ­სტრუქ­ცია ქა­ლა­ქის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და მგზავ­რთა ნა­კა­დის გაზ­რდას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ხიდ­მა მო­თხოვ­ნე­ბი ვე­ღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.XX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში (1950-1960-იან წლებ­ში) აშენ­და ახა­ლი, უფრო ფარ­თო რკი­ნა­ბე­ტო­ნი­სა და ფო­ლა­დის სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­და. ის­ტო­რი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ის აქამ­დე "ნა­ხა­ლოვ­კის“ მთა­ვარ არ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ო­და: ხიდი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ერ­თა­დერ­თი სწრა­ფი სა­ფეხ­მავ­ლო კავ­ში­რი ნა­ძა­ლა­დევ­სა და ცენ­ტრა­ლურ სად­გურს შო­რის.2003 წელს კი "გა­და­სას­ვლელ ხიდს“ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და 1992-1993 წლებ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ მებ­რძოლ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ უწო­დეს.თუმ­ცა ქა­ლა­ქურ ფოლკ­ლორ­ში გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი გარ­და­მა­ვა­ლი ეპო­ქი­სა და თბი­ლი­სუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩუმი მოწ­მეა. გან­სხვა­ვე­ბით მტკვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი უფრო ცნო­ბი­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხი­დე­ბის­გან, ეს ნა­გე­ბო­ბა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­უ­რი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყო­ველ­თვის. ხი­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტა მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის ურ­ბა­ნულ და­გეგ­მა­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სიმ­ტკი­ცე­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.2025 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წელს თბი­ლი­სის მე­რია გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან, ცოტ­ნე და­დი­ა­ნი­სა და სად­გუ­რის მო­ედ­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავ­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი 2026 წლის ბი­უ­ჯეტ­ში უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო და მას­ზე 2026 წელს10 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბო­და, 2027 წელს კი და­მა­ტე­ბით 87.5 მი­ლი­ო­ნი ლარი. მთლი­ა­ნო­ბა­ში 280-მეტ­რი­ა­ნი ეს­ტა­კა­დის პრო­ექ­ტი­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნას­წა­რი სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, პრო­ექ­ტზე საგ­ზაო მარ­შრუ­ტის კვლე­ვა­ზე 2025 წელს უკვე 2.5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, თუმ­ცა წელს, ამ დრომ­დე მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.წყარო: ambebi.ge

1793773200

მთავრობა
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.

1793710860

გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

1793621462

ხელფასები
საქართველოში მენეჯერების საშუალო ხელფასი დაქირავებული მუშაკების ანაზღაურებას 3.2-ჯერ აღემატება – საქსტატი

2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი მენეჯერებს ჰქონდათ, ყველაზე დაბალი კი – არაკვალიფიციურ მუშაკებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.საქსტატის ინფორმაციით, მენეჯერების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 3 609 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც არაკვალიფიციური მუშაკების ანაზღაურება საშუალოდ 1 132 ლარი იყო.ხელფასებს შორის განსხვავება ყველა ძირითად პროფესიულ ჯგუფში გენდერული ნიშნითაც გამოვლინდა – კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატებოდა. ყველაზე დიდი სხვაობა მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა: ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2 713 ლარი იყო, კაცების კი – 4 312 ლარი. შედეგად, ამ პოზიციაზე კაცები ქალებზე დაახლოებით 59%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის 97.4% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, 2.6% კი სხვა ხარჯებს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას, თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ერთ დასაქმებულზე საშუალო წლიური დანახარჯი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სხვა სახის მომსახურების სფეროში დაფიქსირდა – 14 537 ლარი.სექტორების მიხედვით, სახელმწიფო დამსაქმებლის საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 23 329 ლარი იყო, არასახელმწიფო სექტორში კი – 28 353 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორში ერთ დასაქმებულზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯი არასახელმწიფო სექტორის მაჩვენებელზე 17.7%-ით ნაკლები იყო.

1793608440

ონლაინკაზინო
„საქართველოში 300-400 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია”

"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".წყარო: Bpn.ge

1793601180

რეკლამა
9 მარკეტინგული კამპანია, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

კვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ გზავნილს ხედავს, რაც ბრენდებისთვის მომხმარებლის მეხსიერებაში დარჩენა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიას, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდების ფინანსური მდგომარეობა გარდაქმნეს, არამედ საზოგადოების ჩვევებიც კი შეცვალეს.ციტრუსის ბუმითა და ლუდით დაწყებული რევოლუცია: Sunkist, Guinness და Coca-ColaSunkist Oranges (1907): XX საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში ფორთოხლის ჭარბმა წარმოებამ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 1907 წელს სააგენტო Lord & Thomas-მა ფერმერები ბრენდ „Sunkist“-ის ქვეშ გააერთიანა და ფორთოხლის წვენი ყოველდღიურ, საუზმის აუცილებელ პროდუქტად აქცია.Guinness (1929): 1929 წელს ირლანდიურმა ლუდმა გამოიყენა სლოგანი „Guinness is good for you“ (გინესი სასარგებლოა შენთვის). ექიმების მიერ რეკომენდებულმა სასმელმა, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, სამი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი პოპულარობა შეინარჩუნა.Coca-Cola (1930-იანი წლები): 1930-იან წლებში კოკა-კოლამ სანტა კლაუსის წითელ-თეთრი იმიჯი ჟურნალებში გაარეკლამა. ამ სვლამ განაზღვრა სანტას თანამედროვე სახე და ზამთრის სეზონზე გაყიდვების მკვეთრი ზრდა უზრუნველყო.ალმასები, ყავის შესვენება და „პატარაზე ფიქრი“: De Beers, Pan American Coffee Bureau და VolkswagenDe Beers (1948): 1948 წლამდე ალმასის ნიშნობის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია გავრცელებული არ იყო. De Beers-მა სლოგანით „A diamond is forever“ (ბრილიანტი სამუდამოა) ბაზარი სრულად გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი 1939 წლის 23 მილიონი დოლარიდან 1979 წელს 2.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.Pan American Coffee Bureau (1952): ოფისებში ყავის შესვენების (Coffee-Break) კულტურა სწორედ 1952 წლის სარეკლამო კამპანიამ დამკვიდრდა, რომელიც თანამშრომლებს ყავის შესვენებისკენ მოუწოდებდა.Volkswagen (1959): 1959 წელს ფოლკსვაგენის კამპანიამ „Think Small“ (იფიქრე პატარაზე) ამერიკელების დამოკიდებულება გერმანული ავტომობილებისადმი შეცვალა. 1970 წლისთვის VW Beetle-ის გაყიდვებმა რეკორდულ 570,000 ერთეულს მიაღწია.Clairol (1962): კამპანიამ „Does she or doesn't she?“ თმის შეღებვა ბუნებრივ და მიღებულ პროცესად აქცია. ათ წელიწადში ინდუსტრიის გაყიდვები 25 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.American Express (1975): ცნობილმა სლოგანმა „Don't leave home without it“ (სახლიდან მის გარეშე ნუ გახვალ) ბრენდი ბარათების გლობალურ ლიდერად აქცია.Apple (1984): რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა სუპერბოულის რეკლამამ Macintosh-ის გამოშვა გააჟღერა, რასაც მომდევნო 3 თვეში 155 მილიონი დოლარის გაყიდვები მოჰყვა.წყარო: lovemoney.com

1793427180

სასტუმრო
საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარია - PMCG

2026 წლის სექტემბერში საქართველოში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარი იყო. PMCG-ის კვლევის მიხედვით,  ღირებულება გურიაში დაფიქსირდა, სადაც ნომერი 795 ლარი ღირდა.ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასით მეორე ადგილზე კახეთია — 775 ლარით, მესამეზე კი შიდა ქართლი, სადაც საშუალო ღირებულებამ 736 ლარი შეადგინა.კვლევა საქართველოში 568 სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მონაცემებს ეფუძნება. ფასები Booking.com-ზე განთავსებული სტანდარტული ორადგილიანი ნომრების მიხედვით არის გამოთვლილი.2026 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, თუმცა აგვისტოსთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის სასტუმროს ფასების ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.

1793341086

ბაობაბის ხეები
სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის სამართალდამცავებმა სპეციალურად დაცული ბაობაბის ხის გადაზიდვა შეაჩერეს, რომლებიც, საქართველოში „ლანდშაფტის დიზაინის პროექტისთვის“ იყო განკუთვნილი. ამის შესახებ dailymaverick-ი წერს.დურბანში მდებარე საწყობში, რომელიც MSC ჯგუფის (ხმელთაშუა ზღვის გადაზიდვების კომპანია) პარიზში დაფუძნებული შვილობილი კომპანია Africa Global Logistics (AGL)-ს ეკუთვნის, სულ მცირე ხუთი დიდი ბაობაბი აღმოაჩინეს, რომელთა ფესვები და ტოტებიც ძირითადად მოჭრილი აქვთ.სტატიაში ნათქვამია, რომ საქმეზე სისხლის სამართლის ბრალდებაც არის აღძრული, რადგან სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ექსპორტიორებმა ვერ წარმოადგინეს ეროვნული ტყეების შესახებ კანონით მოთხოვნილი ლიცენზიის ან ექსპორტის მოქმედი ნებართვა.აღსანიშნავია, რომ სტატიაში ქართველი მყიდველების ან მათი აგენტების ვინაობა არ არის ნახსენები.თავის მხრივ, AGL ამტკიცებს, რომ ის უბრალოდ „მომსახურების მიმწოდებელია“.„საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ფინტექ მაგნატების სამშობლოა. შავი ზღვის სანაპიროზე კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტურ და შიდა მთიან რაიონებში კი თოვლი და ნულს ქვემოთ ტემპერატურაა“ - ვკითხულობთ სტატიაში.ცნობისთვის, ბაობაბი, აფრიკის ხის ერთ-ერთი საკულტო სახეობაა, რომელსაც 2000 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. იგი იმ თითქმის 50 სპეციალურად დაცულ ადგილობრივ ხის სახეობას შორისაა, რომელთა მოჭრა, დაზიანება, გადატანა, შენახვა, გაყიდვა, ტრანსპორტირება ან ექსპორტი დაუშვებელია DFFE-ს სპეციალური ოფიციალური ლიცენზიის გარეშე.შეგახსენებთ, რომ აგვისტოში შეკვეთილის დენდროლოგმა პარკმა, სადაც კენიიდან იმპორტირებული რვა ბაობაბის ხე იყო გადარგული, გაავრცელა განცხადება, სადაც რვავე ბაობაბის ხის გახმობის შესახებ იუწყებოდა.s

1793186520