1791087780
2025 წელს მსოფლიო ოკეანეებმა რეკორდული 23 ზეტაჯოული სითბო შთანთქეს - თითქმის 40-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე კაცობრიობამ იმავე პერიოდში გამოიყენა.The Guardian-ის ცნობით, სითბოს ეს დაგროვება საზღვაო გარემოში მასშტაბური ცვლილებების ფონზე ხდება. 1999 წლიდან მოყოლებული, გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3.8 მმ-ით იმატებს, ხოლო 2012-დან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 4.2 მმ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოკეანის მჟავიანობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.„ოკეანე ჩვენს თვალწინ იცვლება“, - განაცხადა Mercator Ocean International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ბაჰურელმა. მან განმარტა, რომ დათბობა, ზღვის დონის აწევა და ეკოსისტემის დეგრადაცია გრძელვადიანი ცვლილებების ნიშნებია.პროცესები განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში - ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურა კი მნიშვნელოვან სიღრმეებზეც კი ნარჩუნდება. ხმელთაშუა ზღვა, მთლიანობაში, ათწლეულში დაახლოებით 0.32°C-ით თბება.შედეგები უკვე მოქმედებს ზღვის ცხოველებზე. 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოს მარჯნის რიფების 84%-მა განიცადა სითბური სტრესი, რომელიც საკმარისი იყო მისი გაუფერულებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ოკეანის თითქმის 5%-მა განიცადა მუდმივი ცვლილებები ფიტოპლანქტონის ზრდის ნიმუშებში - ორგანიზმების, რომლებიც კვებითი ჯაჭვების საფუძველს ქმნიან და ნახშირბადის ციკლის რეგულირებას უწყობენ ხელს.
1791109620
ვენეციის ხელისუფლება ქალაქის დატვირთვის შესამსუბუქებლად ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას BILD ავრცელებს.გადასახადი გარკვეულ დღეებში, მაგალითად, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, ასეთ დღეებში ტურისტებს 5 ან 10 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადახდა მოუწევთ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლიდან გაიზარდოს.ტურისტული გადასახადი ქალაქისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც წელს 5 მლნ ევროთი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვენეციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადასახადი მეტად დაბალია, გადატვირთულობას ვერ ერევა და ვიზიტორების ნაკადს ვერ ზღუდავს.ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაღალი გადასახადი ხალხს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ უფრო მშვიდ დღეებში ვიზიტისკენ წაახალისებს, რადგან ამ დღეებზე გადასახადი არ იმოქმედებს.ამასთან, ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენილი ტურისტებისთვის ფასები შესაძლოა, მოიმატოს. ქალაქის ადმინისტრაცია ტურისტული გადასახადის გაზრდას სასტუმროებსა და აპარტამენტებზეც განიხილავს.ცნობისთვის: 5 ან 10 ევროს გადასახადი სატესტო მოდელი იყო და 27 ივლისამდე მხოლოდ დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას მოქმედებდა. ამჟამად ტურისტებს ქალაქის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე აღდგეს. თუმცა ამისთვის ქალაქს იტალიის მთავრობის თანხმობა სჭირდება.
1791023244
1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან ამინდი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა - უმეტესად წვიმს.დღეს, 2 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ნალექიანობა შენარჩუნდება ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით."შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.თუ გრძელვადიან პროგნოზს გადავხედავთ, საქართველოს დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან გამოდარება დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობა რიგ რეგიონებში შენარჩუნდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც მოსალოდნელია უკვე ტემპერატურის მატებაც (საშუალოდ, ღამით 13, დღისით კი 23 გრადუსამდე).თბილისშიც გამოდარება 4 ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობით. დედაქალაქშიც შემოდგომის მზიანი ამინდები 8 ოქტომბრიდან გველის. წყარო
1790927440
29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
1790657962
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +26 - წვიმასოხუმი +26 - წვიმაზუგდიდი +27 - წვიმამესტია +20 - წვიმაფოთი +25 - წვიმაბათუმი +24 - წვიმაოზურგეთი +26 - წვიმაქუთაისი +28 - წვიმაამბროლაური +25 - წვიმაახალციხე +26 - წვიმაბორჯომი +22 - წვიმაბაკურიანი +20 - წვიმაგორი +24 - უმეტესად მზიანიცხინვალი +22 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +16 - უმეტესად ღრუბლიანიგუდაური +12 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +23 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +26 - უმეტესად მზიანითბილისი +24 - უმეტესად მზიანი.
1790569573
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალური ქსელებიდან და ფოტოებში მეგობრების ამოცნობიდან დაწყებული, მედიცინაში მიღწეული სენსაციური წარმატებებით დამთავრებული, ტექნოლოგია უსწრაფესად ვითარდება.თუმცა, OpenAI-ის ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტების გამოჩენამ საზოგადოებაში სერიოზული შიშები გააჩინა ტექნოლოგიის ეკოლოგიურ ზეგავლენაზე, ეთიკურ მხარეებსა და მონაცემთა გამოყენებაზე.რა საფრთხეს უქმნის AI კაცობრიობას, როგორ იცვლება შრომის ბაზარი და რატომ გვაფრთხილებენ მეცნიერები გლობალურ კატასტროფაზე?რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის?ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ დიდი რაოდენობით მონაცემები, გამოავლინონ კანონზომიერებები და იმოქმედონ დეტალური ინსტრუქციების შესაბამისად. თუმცა, კომპიუტერებს არ შეუძლიათ აზროვნება, თანაგრძნობა ან მსჯელობა. მეცნიერებმა შექმნეს სისტემები, რომლებსაც იმ ამოცანების შესრულება შეუძლიათ, რაც ჩვეულებრივ ადამიანის ინტელექტს მოითხოვს.ტექნოლოგია გამოიყენება ონლაინ-მყიდველების ქცევის განსაჭვრეტად, პროდუქტების რეკომენდაციისთვის, ხმოვანი ასისტენტებისთვის (Apple-ის Siri და Amazon-ის Alexa) და უპილოტო ავტომობილების სისტემების შესაქმნელად. გარდა ამისა, AI ეხმარება სოციალურ პლატფორმებს (Facebook, TikTok, X, Spotify, Deezer), რათა მომხმარებლებს პოსტები და მუსიკა შეურჩიონ. მედიცინაში კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კიბოს გამოსავლენად, რენტგენის პასუხების შესამოწმებლად, დიაგნოზის დასაჩქარებლად და მკურნალობის ახალ იგზების მოსაძებნად.გენერაციული AI - ChatGPT, DeepSeek და ყალბი კონტენტიგენერაციული AI გამოიყენება სრულიად ახალი კონტენტის შესაქმნელად, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილისგან თითქმის არ განსხვავდება. ის სწავლობს არსებული უზარმაზარი მონაცემებიდან, როგორიცაა: ონლაინ ტექსტები და გამოსახულებები. ChatGPT, ჩინური DeepSeek, Google-ის Gemini და Meta AI პოპულარული ინსტრუმენტებია, რომელთაც ტექსტის, კოდის, სურათებისა და სხვა მასალების გენერირება შეუძლიათ.Midjourney და Veo 3 სპეციალური აპლიკაციებია, რომლებიც ტექსტური მინიშნებებიდან გამოსახულებებსა და ვიდეოებს ქმნიან. გარდა ამისა, გენერაციული AI გამოიყენება მაღალი ხარისხის მუსიკის შესაქმნელად. ცნობილი მუსიკოსების სტილისა და ხმის მიბაძვით შექმნილი სიმღერები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, რაც მსმენელებს ხშირად აბნევს.კაცობრიობის განადგურების საფრთხე და გაქრობის პირას მყოფი პროფესიებისაერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ზე მოახდინოს გავლენა და გლობალური ფინანსური უთანასწორობა გააღრმავოს. AI-ის განვითარების „ნათლიმამად“ აღიარებულმა პროფესორმა ჯეფრი ჰინტონმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ მძლავრმა სისტემებმა შესაძლოა კაცობრიობის გადაშენებაც კი გამოიწვიოს, თუმცა მისი ეს შიში მეორე „ნათლიმამამ“, იან ლეკუნმა უარყო.2026 წლის სექტემბერში მსგავსი საგანგაშო გაფრთხილებები AI-ის მკვლევარებმაც გაავრცელეს.ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მიმდინარე რისკებზეც, AI-ის უნარზე, გაავრცელოს მიკერძოებული ინფორმაცია ან დისკრიმინაცია გაუწიოს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, რადგან სასწავლო მონაცემები საზოგადოებრივ სექსიზმსა და რასიზმს ირეკლავს. გარდა ამისა, გენერაციულ AI-ს ახასიათებს „ჰალუცინაციები“ - მცდარი ფაქტების დამაჯერებლად მტკიცება და წყაროების გამოგონება.2025 წლის დასაწყისში Apple-მა აპლიკაციის შეტყობინებების არასწორი შეჯამების გამო AI ფუნქცია გააუქმა, ასევე Google-იც გააკრიტიკეს ძიების AI მიმოხილვებში დაშვებული შეცდომების გამო.პრობლემები გაჩნდა სკოლებსა და სამუშაო ადგილებზეც, სადაც სტუდენტები AI-ს „შპარგალკად“ იყენებენ, ხოლო თანამშრომლები მას ფარულად იყენებენ სამუშაო პროცესში. ხელოვანები, მწერლები და მუსიკოსები (მათ შორის ABBA-ს წევრი ბიორნ ულვეუსი, იან რენკინი, ჯოან ჰარისი, ჯულიან მური და ბილი აილიში) პროტესტს გამოთქვამენ მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ნებართვისა და კომპენსაციის გარეშე გამოყენების გამო.ეკოლოგიური კრიზისი - ელექტროენერგიისა და წყლის კატასტროფული მოხმარებამკვლევართა შეფასებით, AI ინდუსტრიამ შესაძლოა მალე იმდენივე ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენსაც მთელი ნიდერლანდები. AI პროგრამებისთვის საჭირო ჩიპების წარმოება და მონაცემთა ცენტრების გაგრილება უზარმაზარ ენერგიასა და წყლის რესურსებს მოითხოვს.დიდ ბრიტანეთში გაჩნდა შიში, რომ AI-ის განვითარების გეგმებმა შესაძლოა სასმელი წყლის მარაგები საფრთხეში ჩააგდოს. ხოლო 2024 წლის სექტემბერში Google-მა განაცხადა, რომ გადახედავდა ჩილეში მონაცემთა ცენტრის მშენებლობის გეგმას, სადაც ქვეყანა ძლიერ გვალვას ებრძოდა.როგორ არეგულირებენ ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოში?ევროკავშირმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act), რომელიც აკონტროლებს მაღალი რისკის შემცველ სისტემებს განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავ სფეროებში და ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებას სრულად კრძალავს. ჩინეთში კი გენერაციული AI-ის დეველოპერებს მოეთხოვებათ მოქალაქეთა მონაცემების დაცვა, თუმცა, ისინი ქვეყნის მკაცრი ცენზურის კანონებითაც იზღუდებიან.დიდმა ბრიტანეთმა დააწესა შეზღუდვები კონკრეტულ საფრთხეებზე (მაგალითად, „დიფფეიკ“ შიშველი ფოტოების შექმნის აკრძალვა) და შექმნა AI უსაფრთხოების დამოუკიდებელი ინსტიტუტი.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს არ მოუწერიათ ხელი გლობალური დეკლარაციისთვის AI-ის მდგრადი მიდგომების შესახებ.წყარო: bbc.com
1790403600
Singapore Airlines-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. ამის შესახებ Business Insider-მა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მგზავრთა გამოკითხვის, Skytrax Airline Awards 2026-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა.გამოკითხვა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ეროვნების მგზავრმა, რომლებმაც ავიაკომპანიები თვითმფრინავის სისუფთავის, ბორტზე Wi-Fi-ის, აეროპორტისა და ლაუნჯის მომსახურების, ასევე ეკონომ, ბიზნეს და პირველ კლასში მომსახურების ხარისხის მიხედვით შეაფასეს. რეიტინგში სულ 325-ზე მეტმა ავიაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა.„სინგაპურის ავიახაზები“ „სკაიტრაქსის“ გლობალურ რეიტინგში მეექვსედ ლიდერობს. მთავარი ჯილდოს გარდა, ავიაკომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად ეკონომ კლასში ბორტზე კვების მომსახურების მხრივ.თავად კომპანიამ აღნიშნა, რომ დიდად აფასებს მგზავრების მხარდაჭერას.რეიტინგში მეორე ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა. გადამზიდავმა პირველად მიიღო ჯილდო საუკეთესო ფრენის დროს Wi-Fi-სთვის და ასევე კვლავ გაიმარჯვა საუკეთესო ბიზნეს კლასის კატეგორიაში.მესამე ადგილი ჰონგ-კონგის „Cathay Pacific“-მა დაიკავა და ბორტგამცილებლის საუკეთესო შესრულების ჯილდო მიიღო.საუკეთესო ევროპულმა ავიაკომპანიამ მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა. Air France-მა რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯის კვებისა და პირველი კლასის კეთილმოწყობისთვის.ტოპ-10 საუკეთესო ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია: სინგაპურის ავიახაზები, სინგაპური. კატარის ავიახაზები, კატარი. Cathay Pacific Airways, ჰონგ-კონგი. All Nippon Airways (ANA), იაპონია. თურქეთის ავიახაზები, თურქეთი. ემირატები, UAE (დუბაი). Air France, საფრანგეთი. ჰაინანის ავიახაზები, ჩინეთი. იაპონიის ავიახაზები, იაპონია. კორეის ავიახაზები, სამხრეთ კორეა. EVA Air, ტაივანი.
1790400180
25 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება რუსთავში, სადაც ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება, ყველაზე მაღალ ტემპერატურას კი, 11 გრადუსს, სინოპტიკოსები გუდაურში ვარაუდობენ.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +23 - წვიმაზუგდიდი +24 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - წვიმაფოთი +23 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +23 - წვიმაოზურგეთი +23 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +24 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +23 - წვიმაახალციხე +23 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +19 - ღრუბლიანიბაკურიანი +17 - ღრუბლიანიგორი +24 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +22 - წვიმასტეფანწმინდა +14 - წვიმაგუდაური +11 - წვიმათელავი +24 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +26 - წვიმათბილისი +25 - წვიმა.
1790310417
24 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - უმეტესად მზიანი დღე.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +22 - წვიმაზუგდიდი +22 - წვიმამესტია +16 - წვიმაფოთი +23 - წვიმაბათუმი +22 - წვიმაოზურგეთი +22 - წვიმაქუთაისი +22 - წვიმაამბროლაური +23 - წვიმაახალციხე +24 - წვიმაბორჯომი +22 - წვიმაბაკურიანი +19 - წვიმაგორი +25 - უმეტესად მზიანიცხინვალი +24 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +20 - უმეტესად მზიანიგუდაური +16 - უმეტესად მზიანითელავი +31 - უმეტესად მზიანირუსთავი +32 - მზიანითბილისი +30 - უმეტესად მზიანი.
1790227676
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიანდა მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ - ნათქვამია განცხადებაში.
1789799662
16 სექტემბერს სინოპტიკოსები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +25 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +26 - წვიმაზუგდიდი +26 - წვიმამესტია + 17 - წვიმაფოთი +25 - წვიმაბათუმი +25 - წვიმაოზურგეთი +25 - წვიმაქუთაისი +26 - წვიმაამბროლაური +24 - წვიმაახალციხე +25 - წვიმაბორჯომი +21 - წვიმაბაკურიანი +17 - წვიმაგორი +26 - წვიმაცხინვალი + 24 - წვიმასტეფანწმინდა + 16 - წვიმაგუდაური + 12 - წვიმათელავი + 27 - წვიმარუსთავი + 31 - წვიმათბილისი + 29 - წვიმა.
1789537418
14 სექტემბერს სინოპტიკოსები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უნალექო, მზიან ამინდს ვარაუდობენ.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +26 - წვიმასოხუმი +27 - წვიმაზუგდიდი +28 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია + 21 - მზიანიფოთი +26 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +25 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +26 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +30 - მზიანიამბროლაური +27 - მზიანიახალციხე +28 - მზიანიბორჯომი +26 - მზიანიბაკურიანი +23 - მზიანიგორი +30 - მზიანიცხინვალი + 27 - მზიანისტეფანწმინდა + 19 - მზიანიგუდაური + 17 - მზიანითელავი + 27 - მზიანირუსთავი + 32 - მზიანითბილისი + 30 - მზიანი.
1789360167



