1790661660
DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით წლის ლიდერად დაასახელა (Data and AI Leader of the Year)DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა. კონკურსი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. წელს ნომინატთა შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.მიხეილ ნადარეიშვილი საქართველოს ბანკში მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობით, ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ტექნიკური სპეციალისტებიდან ბიზნესის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოყალიბდა.ამ პერიოდში ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 100 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი თითქმის 400 AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება. მიხეილ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ბანკმა ასევე განავითარა საკუთარი მრავალაგენტიანი სისტემა მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით და AI-ის გამოყენება ეტაპობრივად მთელ ორგანიზაციაში გაავრცელა.„ძლიერი AI ტექნოლოგიები ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ჩვენთვის AI-ის მიმართულებით წარმატების მთავარი საზომი არასდროს ყოფილა. მთავარი არის ის, თუ რა იცვლება მისი გამოყენების შედეგად: რამდენად უკეთ ვემსახურებით მომხმარებელს, რამდენად ეფექტიანად ვმუშაობთ და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოყენება. ამ შედეგების მიღმა კი, პირველ რიგში, ჩვენი ძლიერი გუნდი და ის გარემოა, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ახალი იდეების ტესტირება და მათი რეალურ პროდუქტად ქცევა“, - აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.
ბიზნესი • 1790691822
საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც კვლევების თანახმად, ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს. „მარგო და კირა“ სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება.პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია „GARNAMATAC“ მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ოთო შამუგია, სტუდიის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომლის კვლევაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ნეიროფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეხება. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე „ჰეიმა პროდაქშენი“ მუშაობს.პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მიერ.“სერიალი ორ არაიდენტურ ტყუპისცალ მელიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ხეზე აგებულ სახლში უცხო არსებასთან ერთად ცხოვრობენ. ყოველ ეპიზოდში ისინი ახალი ექსპერიმენტებითა და პრობლემების გადაჭრით შეიცნობენ სამყაროს. სერიალს ორიგინალური ფორმატი აქვს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი (უცხო არსება) რეალური ქართველი ბავშვების ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, მათი წარმოსახვის შესაბამისად ვითარდება”, - ამბობს სტუდია „GARNAMATAC“-ის ხელმძღვანელი, ოთო შამუგია.სერიალის პირველი სეზონი 7 ეპიზოდისგან შედგება. იგი შერეული (mixed-media) 3D და 2D ანიმაციური სტილით, ქართულ ენაზე იქმნება და საოჯახო კონტენტია. “საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა პროექტისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განათლებას, ჯანსაღ განვითარებასა და ხარისხიანი ქართული კონტენტის შექმნას”, - აღნიშნავენ ბანკში.
ბიზნესი • 1790683952
2026 წლის სააფთიაქო ბაზრის სამომხმარებლო კვლევის შედეგებით, „PSP ფარმა“ კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებლისთვის პირველ არჩევნად რჩება.კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც - მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს, ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ - რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% - ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები აქვს. რესპონდენტების 50%-სთვის PSP-ში შესვლა სასიამოვნო გამოცდილებაა. ფასების ხელმისაწვდომობის მხრივაც PSP ლიდერ პოზიციაზეა.კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურება შესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.
ბიზნესი • 1790678558
იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნასვამობის გამო შეგიჩერდათ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში ტარების უფლება აღარ გექნებათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.კერძოდ, საუბარია კოდექსის 116-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას. კოდექსის თანახმად, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, მართვის უფლება მძღოლს 6 თვით უჩერდება, იმ შემთხვევაში თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან მძღოლმა შემოწმებისთვის თავის არიდება ცადა, კოდექსი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.ასევე კოდექსში გაწერილია შემთხვევები რომელიც შეეხება: ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, როდესაც პირს იგივე ან სხვა მიზეზით უკვე შეჩერებული აქვს მართვის უფლება, ან საერთოდ არ აქვს მოწმობა და სხვა. ამ შემთხვევებში მართვის მოწმობის შეჩერებასთან ერთად ფულადი სანქციაც არის გათვალისწინებული.თუმცა, როგორც ცნობილია, პირს მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ პერიოდში, მას შეეძლო სატრანსპორტო საშუალების მართვა. თუმცა, კოდექსში 31 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, ეს ერთგვარი შეღავათი მძღოლებისთვის უკვე აღარ მოქმედებს.BPN
საზოგადოება • 1790665380
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.
მსოფლიო • 1790661660
29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
სხვადასხვა • 1790657962
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0.ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. ის შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებებს მოერიდა და ამ ფორმაციის გუნდისთვის უფრო ლოგიკური 3-5-2 განლაგება აირჩია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.მე-15 წუთზე ხვიჩამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე 20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.0:0 – საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
სპორტი • 1790657802
საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის.DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში. კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.საქართველოს ბანკმა ოთხი ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მიიღო:საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბითDataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა AI ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და ბანკის არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა.AI უკვე ფართოდ გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაშიც: თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს.მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — Data Science Agent Factoryსაქართველოს ბანკის მიერ შექმნილი Data Science Agent Factory მონაცემთა მეცნიერების მუშაობის ახალ მოდელს ქმნის. სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ. ადამიანი დეველოპერები მართავს ამ აგენტების გუნდებს, აძლევენ მათ დავალებებეს და ამოწმებენ მათ მიერ შესრულებულ შედეგებს. ეს საშუალებას იძლევა, დეველოპმენტი რამდენჯერმე უფრო სწრაფად გაკეთდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით — Agent OrchestratorAgent Orchestrator დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს. ამ პროცესში ადამიანის კონტროლი შენარჩუნებულია , რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს.პროდუქტის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან მისი დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. Agent Orchestrator -ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება: ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს. პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს. მისი მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა გუნდს საკუთარ ამოცანებზე გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების საშუალებას აძლევს, წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — მიხეილ ნადარეიშვილიDataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით.DataIQ-ის შეფასებით, 2026 წლის დაჯილდოებამ წარმოაჩინა ის ორგანიზაციები და ლიდერები, რომლებიც მონაცემებსა და AI-ს არა მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის, არამედ რეალური ბიზნესშედეგების მისაღებად იყენებენ. საქართველოს ბანკის ოთხი ჯილდო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებაა.
ბიზნესი • 1790600591
თანამედროვე სამყაროში გლობალური ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს საავტომობილო ინდუსტრიაზე, რის გამოც ავტოდილერობა აღარ არის მხოლოდ ავტომობილების ფიზიკური ყიდვა-გაყიდვის პროცესი. ავტოდილერობა პროფესიაა, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს ბიზნესის შედეგზე.ავტომობილების დილერის წარმატება რამდენიმე გადამწყვეტ კომპონენტზეა დამოკიდებული. მან მუდმივად უნდა გაამახვილოს ყურადღება შემდეგ საკითხებზე: საბაზრო მოთხოვნისა და სეგმენტის ანალიზი - რათა გაარკვიოს რომელი ავტომობილი იყიდოს შესყიდვის გონივრული ბიუჯეტი - რათა წინასწარ იცოდეს, რა ფასად შეიძინოს მანქანა ავტომობილის ისტორიის გადამოწმება - რათა დარწმუნდეს მის სანდოობასა და გამართულობაში ფინანსების ეფექტიანი კონტროლი - რათა სწორად მართოს სამუშაო კაპიტალი ლოგისტიკური ხარჯების დაანგარიშება - რათა ზუსტად იცოდეს ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება დროის ფაქტორის გათვალისწინება - რათა წინასწარ განსაზღვროს ავტომობილის ჩამოსვლის ვადები სრული ხარჯთაღრიცხვა - რათა ზუსტად იცოდეს მანქანის საბოლოო თვითღირებულება ბაზარზე პოზიციონირება - რათა შეინარჩუნოს კონკურენტული ფასი ისე, რომ ბიზნესმა სათანადო მოგება ნახოს Lion Trans სწორედ ის სანდო პარტნიორია, რომელიც ავტოდილერს ტრანსპორტირების პროცესის ცალკეულ ეტაპზე ფიქრს აღარ სთხოვს, აუქციონიდან ავტომობილის ჩამოსვლამდე ლოგისტიკას ერთიანად მართავს და დილერს საშუალებას აძლევს, მთავარი ყურადღება ავტომობილების შერჩევასა და გაყიდვაზე გადაიტანოს. კომპანიის გამოცდილება, ოპერატიულობა და სანდოობა არის მთავარი გარანტია იმისა, რომ მანქანები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ზუსტ დროში და ოპტიმალური ხარჯებით ჩამოვა. ავტოდილერს კი შეუძლია, ამ პერიოდში მთელი ენერგია ბიზნესის განვითარებასა და მოგების ზრდისკენ მიმართოს. როდესაც ავტოდილერობა შენი ბიზნესია, ტრანსპორტირების პარტნიორის არჩევაც ბიზნესგადაწყვეტილებაა.ავტომობილების ბაზარი სწრაფად იცვლება. ხშირად მოგებიანი შესაძლებლობა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ავტოდილერის კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეძენილ ან გზაში მყოფ ავტომობილებზეა გადანაწილებული. ამ დროს მეტი თავისუფალი კაპიტალი ახალი ავტომობილის შეძენის შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ Lion Trans ავტოდილერებს უნიკალურ შესაძლებლობას, 100-დღიან უპროცენტო დაფინანსებას, სთავაზობს. სერვისი, უპროცენტო დაფინანსება ავტოდილერებისთვის, დილერს საშუალებას აძლევს ფინანსური რესურსი მაქსიმალურად მოქნილად მართოს, არ შეფერხდეს გზაში მყოფი ავტომობილების გამო, დაასწროს კონკურენტებს და მუდმივად მზად იყოს ბაზარზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად.ავტომობილის საბოლოო თვითღირებულება ავტოდილერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მაჩვენებელია. ამ მიზნის ხელშესაწყობად, Lion Trans-ის პარტნიორი დილერებისთვის ტრანსპორტირებაზე მუდმივად მოქმედებს $100-იანი ფასდაკლება. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ სასიამოვნო დანაზოგია კონკრეტულ მანქანაზე, თუმცა, როდესაც საქმე ათობით და ასობით მანქანის ჩამოყვანას ეხება, ეს შეღავათი ბიზნესის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და საბოლოო მოგებას ზრდის. ნაკლები ლოგისტიკური ხარჯი ნიშნავს მეტ ადგილს მარჟისთვის და უკეთეს კონკურენტულ ფასს ბაზარზე.ავტოდილერისთვის ზურგის ქარი სწორი და დროული ინფორმაციაა. Lion Trans პარტნიორ დილერებს სთავაზობს 100 უფასო CARFAX-ს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ბევრად მეტი ავტომობილის ისტორია გადაამოწმონ და გადაწყვეტილება მაქსიმალურად სანდო მონაცემების საფუძველზე მიიღონ. შეიძლება ითქვას, რომ სწორი ავტომობილის ყიდვა იწყება სწორი ინფორმაციით.2023 წლიდან Lion Trans ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ავტოაუქციონის, IAA(Insurance Auto Auctions)-ს ოფიციალური წარმომადგენელი. შესაბამისად, მისი პარტნიორი ავტოდილერი სცდება ადგილობრივი კომპანიის ჩარჩოებს და იღებს გლობალურ შესაძლებლობებს, უმაღლესი დონის სანდოობასა და შეუფერხებელ სავაჭრო ჯაჭვს. ეს თანამშრომლობა მას ბაზარზე სტაბილურობის განცდასა და მყარ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან საქმე აქვს არა უბრალოდ გადამზიდ კომპანიასთან, არამედ გლობალური ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან.სერვისი რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს დილერებისთვის, Lion Trans საქართველოს მასშტაბით უკვე 9 ქალაქშია წარმოდგენილი — თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბოლნისი და ზესტაფონი.როდესაც საქმე აშშ-დან ავტომობილის გამოყვანასა და ტრანსპორტირებას ეხება, დილერისთვის მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორი ადგილზე. Lion Transatlantic არის საერთაშორისო freight forwarding კომპანია, რომელიც ფლობს აშშ-ში საჭირო ყველა ლიცენზიას და ადგილზე მართავს საკუთარ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, უკვე მეორე საწყობს ნიუ-ჯერსიში.Lion Trans-ის ოფისები, საწყობები და წარმომადგენლობები საერთაშორისო ბაზრებსაც მოიცავს. კომპანია წარმატებით ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ ადგილებზე, როგორებიცაა აშშ, საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, გერმანია, ნიდერლანდები და არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE). ფართო საერთაშორისო ქსელი ნიშნავს, რომ ავტომობილის გზა აუქციონიდან დილერამდე ერთი ლოგისტიკური ჯაჭვის ფარგლებში იმართება, ნაკლები შუამავლით, მეტი კონტროლითა და პროცესის თითოეულ ეტაპზე მკაფიო პასუხისმგებლობით.როდესაც საქმე ავტომობილების გადაზიდვას ეხება, თითოეული დღე და დეტალი გადამწყვეტია. დილერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება. Lion Trans-ის გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი მათ დაზიანების გარეშე, ზუსტად დადგენილ ვადებში და უსაფრთხოების სრული გარანტიით ჩაჰბარდეს.ავტოდილერებმა იციან, რომ ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საავტომობილო ბიზნესი კომპლექსურ და სტრუქტურულ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ მათ მხოლოდ გადამზიდავი არ სჭირდებათ. ისინი ეძებენ ძლიერ და საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელ პროცესს ერთიან ეკოსისტემად ააწყობს. Lion Trans პარტნიორებს სთავაზობს პირობებს, რომლებიც ბაზარზე მათ უპირატესობას მოუტანს. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუქციონის, IAA-ს ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას გლობალურ ეკოსისტემასთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ჰოლდინგის საკუთარი ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საავტომობილო საწყობები ამერიკაში, ავტომობილების სწრაფ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად ტრანსპორტირებას განაპირობებს თითოეულ ეტაპზე. Lion Trans პარტნიორ დილერებს სთავაზობს პირობებს, რომლებიც ეხმარება მათ, შეინარჩუნონ საბრუნავი კაპიტალი, შეამცირონ ხარჯები და უფრო მოქნილად მართონ თითოეული ავტომობილის შესყიდვა. პარტნიორობის ფარგლებში მათ შეუძლიათ ისარგებლონ 100-დღიანი უპროცენტო დაფინანსებით, $100-იანი ფასდაკლებით ტრანსპორტირებაზე და 100 უფასო CARFAX ანგარიშით. ეს ნიშნავს მეტ ფინანსურ მოქნილობას, ნაკლებ ლოგისტიკურ ხარჯს და მეტ შესაძლებლობას, თითოეული ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ. საბოლოოდ, Lion Trans-ის პირობები ზოგავს ავტოდილერის რესურსებს და უზრუნველყოფს მისი ბიზნესის სტაბილურ, გრძელვადიან წარმატებას.
ბიზნესი • 1790583000
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს „Factory Tbilisi“-ში Tbilisi Hip-Hop Festival გაიმართება. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და სტუმრებს ჰიპ-ჰოპის კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს. Tbilisi Hip-Hop Festival-ის მუსიკალური პროგრამის მთავარი არტისტი ბრუკლინელი Talib Kweli იქნება, ჰიპ-ჰოპის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ის ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით Black Star და სოციალური თემატიკით გამორჩეული შემოქმედებით. ფესტივალზე ასევე წარდგებიან სამხრეთ ლონდონის რეპ-სცენის გამორჩეული ხმა FLOHIO, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის წამყვანი არტისტები TAHA, Kay G და Mush One, ასევე სხვა სპეციალური სტუმრები. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა შოუქეისსაც მოიცავს, მათ შორის Sioni Hi-Fi Soundsystem-სა და Red Bull Dance Your Style-ის Street Dance Showcase-ს. Graffiti Battle-ის ფარგლებში კი არტისტები ნამუშევრებს მაყურებლის თვალწინ შექმნიან. ადგილზე ასევე ჩატარდება producer battle.ამასთან ერთად, ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა „50 Iconic Moments of Hip-Hop History“, რომელიც ჰიპ-ჰოპის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და ჟანრის საკულტო მომენტებს გააცოცხლებს. ასევე მოეწყობა ფილმების ჩვენების სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აჩვენებენ. ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრებს ასევე დახვდებათ Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბიზნესი • 1790581287
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ.
სპორტი • 1790580780
TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) „ტრი მედია ინტელიჯენსი“ (ტი-ემ-აი) -ის განახლებული მონაცემებით, 38 ტელეარხიდან სატელევიზიო რეიტინგით პირველ ადგილზეა იმედი, 30-ე ენკი-ბენკი ხოლო ბოლო პოზიციებზე GURIA TV, BMG, ODISHI TV, TOK TV, TV 4, RUGBY TV. ცნობისთვის, TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის Fifty5Blue-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.თავდაპირველად, TMI-ის პანელმა მოიცვა საქართველოს 7 დიდი ქალაქი (40 ათასზე მეტი მოსახლეობით), 540 შინამეურნეობითა და დაახლოებით 800 ფიფლმეტრით. 2022 წლიდან TMI-მ გააფართოვა კვლევის არეალი და ამჟამად მისი პანელი მოიცავს მთელ საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სადაც მოსახლეობის მინიმუმ 80% თავისუფლად საუბრობს ქართულად. პანელის კვლევაში მონაწილეობს 800 შინამეურნეობა, სადაც 1100-ზე მეტი ფიფლმეტრია დამონტაჟებული.საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გამოიყენა Fifty5Blue-ს სრულიად ახალი PM7 ტექნოლოგია და რომელსაც აქვს PM5000s და PM7 შერეული ტექნოლოგია თავის პანელში.
საზოგადოება • 1790577120


