აზარტი
აზარტული თამაშების ბრუნვა ბოლო 4 წელში 40 მლრდ-ით გაიზარდა და სექტორებს შორის I ადგილს იკავებს

აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ 2022 წლიდან მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით გაიზარდა. იყო 48 და გახდა 89 მილიარდი.ბრუნვააზარტული თამაშების ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და სექტორებს შორის დიდი ხანია პირველ ადგილს იკავებს. 2012 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა მთლიანი ბრუნვის 2.6%-ს შეადგენდა, რაც თანხობრივად ₾1.1 მლრდ-ს უდრიდა, 2025 წელს ბრუნვამ თანხობრივად ₾89 მლრდ-ს, ხოლო წილობრივად 35%-ს მიაღწია. წილობრივი ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა და იანვარ-ივნისის მდგომარეობით 36.6% შეადგინა.აზარტული თამაშების ბრუნვაწყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2018 წლიდან საქსტატმა მეთოდოლოგია შეცვალა და იმ წელს დაფიქსირებული გაორმაგება ამ ცვლილებით აიხსნება, თუმცა ზრდა 2019 წლიდანაც გაგრძელდა. რეგულაციების გამკაცრებისას 2022 წელს აზარტული თამაშების ბრუნვის წილი შემცირდა, ოღონდ ერთჯერადად.მეთოდოლოგიური მახე – რატომ აჭარბებს ბრუნვა საბანკო სექტორის დეპოზიტების ჯამურ მაჩვენებელს?89 მლრდ ლარი ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ კაზინოების მთლიანი მოგება მთლად ამხელაც არაა. ეს რიცხვი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ჯამურ დეპოზიტებსაც კი აღემატება, ანუ იმ თანხას, რაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლარში და უცხოურ ვალუტაში ანგარიშზე უფიქსირდებათ, როგორც ვადიანi ანაბრების, ასევე მიმდინარე ანგარიშების სახით.რომ განვმარტოთ, ეს რიცხვი, ანუ 89 მილიარდი, ბრუნვას ასახავს და არა კაზინოების მოგებას ან მოთამაშეების წაგებას.რას მოიცავს ბრუნვა? თუ პირმა 20 ლარი ჩარიცხა, მოიგო 50 ლარი, შემდეგ ეს მოგებული ფული ჩააბრუნა და 100 ლარი მოიგო, დადო ის მოგებული 100 ლარიც და წააგო. მისთვის ზარალი 20 ლარი იქნება, თამაშის დასრულების შემდეგ იმაზე 20 ლარით ნაკლები ექნება ვიდრე მის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ბუღალტრულად ბრუნვა 170 ლარი გამოვა (20+50+100=170).2024 წელს, სექტორის 6 უმსხვილესი მოთამაშის (კრისტალბეთი, აჭარაბეთი, კროკობეთი, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და ბეთლაივი) წმინდა მოგებამ ₾547 მლნ შეადგინა, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ იმ წელს დაფიქსირებულ ბრუნვასთან შედარებით 140-ჯერ ნაკლებია.ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსის მიუხედავად, ბრუნვა მაინც ძალიან მაღალია და თან მზარდი. მართალია წილობრივი ზრდის ტემპი 2018-2021 წლებში (მეთოდოლოგიის ცვლილებიდან რეგულაციების გამკაცრებამდე) უფრო მაღალი იყო, მაგრამ ზრდა არც შემდგომ პერიოდში შეუწყვეტია.გამკაცრებული რეგულაციებირეგულაციების გამკაცრება 2022 წლის მარტიდან დაიწყო და 2024-2025 წლებშიც გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში: აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამები; ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა; სოციალურად დაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ; სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს სპეციალურ რეესტრში საკუთარი თავის დაბლოკვის საშუალება მიეცათ; აიკრძალა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია; აიკრძალა ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვა; გაიზარდა ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო; გაიზარდა მოსაკრებელი. ამოქმედებამდე ორჯერ დაწუნებული შეზღუდვები2022 წლამდე ქართული ოცნების გუნდში შინაარსობრივად მსგავსი კანონპროექტი ორჯერ წარადგინეს და ორივეჯერ ჩააგდეს.2013 წლის მაისში, პარლამენტმა მეორე მოსმენისას, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი ჩააგდო. ინიციატივა დეპუტატ კობა დავითაშვილის ეკუთვნოდა. კანონპროექტი მაშინაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა და არა მთლიანად კაზინოების. უმრავლესობის წევრებმა მაშინ გადაწყვეტილება „სარეკლამო ბიზნესის არ დაზიანების“ მოტივით ახსნეს. კობა დავითაშვილი იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა და აღნიშნა რომ მისი ინიციატივა საინვესტიციო გარემოს აზარალებდა.აზარტული თამაშების რეგულირებას რეკლამების აკრძალვას, სოციალურად დაუცველებისა და საჯარო მოსამსახურეების დაბლოკვას, ანუ ფაქტიურად იგივეს, რაც 2022 წლიდან ამოქმედდა, 2017 წლიდან მოყოლებული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც ითხოვდა, 2019 წელს პარლამენტმა მისი ინიციატივაც დაიწუნა.კითხვები მედიისთვის დაფინანსების წყაროს შეზღუდვის შესახებ და პარადოქსები შეზღუდვების პარალელურადკანონპროექტის განხილვის პროცესში, საბა ბუაძე, პარტია „ლელოს“ სახელით, მედიაში მოსალოდნელი შემოსავლების შემცირების კომპენსირების მიზნით, მედიისთვის გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების იდეით გამოვიდა. უმრავლეოსბამ არც მისი წინადადება გაითალისწინა.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, 2021 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალმა ₾80 მლნ შეადგინა, საიდანაც 22% – ₾17.9 მლნ აზარტულ თამაშებზე მოდიოდა. კვლევა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ონლაინმედიის ნაწილისთვის აზართული თამაშების რეკლამის წილი პროცენტულად კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო.კითხვები მაინც რჩება, არის თუ არა თანმიმდევრული სახელმწიფო აზარტული თამაშების მიმართ, რადგან სპორტში ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში დღემადე (2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით)  „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ჰქვია. ბათუმის ახალ სტადიონს 2021-2026 წლებში „აჭარაბეთ არენა“ ერქვა. რეკლამებიც ტელევიზიებში, ონლაინმედიასა და ბილბორდებზე აღარაა, თუმცა Youtube-ზე ისევ ჩანს. სოციალურ ქსელებშიც სქროლვისას ხშირად ისეთი ვიდეოების ხილვაა შესაძლებელი, რომელიც შინაარსობრივად რეკლამას შეიძლება მივაკუთვნოთ.ლუდომანია ზოგადად ლუდომანია მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც თამაშის გამო სერიოზული მენტალური და ფინანსური პრობლემები შეჰქმნია და სახლიც დაუკარგავს, მაღალი იქნება. ამ აშკარად ნეგატიური მხარის მიუხედავად, საეჭვოა სრული აკრძალვა გამოსავალი იყოს. აკრძალვით მოთამაშეთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ დიდია რისკი, რომ თამაშებმა იატაქვეშეთში გადაინაცვლოს, სადაც წაგებული თანხის ამოღება უფრო ბრუტალური წესით მოხდება, რაც თავის მხრივ კრიმინალის დონეს ზრდის.ეფექტი ბიუჯეტზერა არის სექტორის ეკონომიკური სარგებელი? საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ცნობით, აზარტული თამაშების სექტორმა 2025 წელს გადასახადების სახით ბიუჯეტში 1 მილიარდი და 750 მლნ ლარი გადაიხადა (ხსენებული თანხა მოსაკრებლებსაც აერთიანებს, რომლებიც ოფიციალურად გადასახადებს არ მიეკუთვნება). ეს თანხა მთლიანი ბიუჯეტის 5.7%-ია. სექტორის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადების ჯამური მოცულობა 2021 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა, რაც ძირითადად საგადასახადო ტვირთის ზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები (მლნ ლარი)წყარო: საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია2022 წელს აზარტული თამაშები მოგების 10%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, 2024 წლიდან 15%-იანი და 2025 წლიდან 20%-იანი განაკვეთით. ამასთან კაზინოებისთვის მოგება იანგარიშება მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემული მოგების სხვაობიდან და მასში იჯარის ან სახელფასო ხარჯები არ შედის.2025 წელს აზარტული თამაშების კომპანიებმა მოგების გადასახადის სახით ₾833 მლნ გადაიხადეს, რაც ყველა კომპანიის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის 29%-ია.მეორე ადგილზე 664 მლნ ლარით საშემოსავლო გადასახადია. ეს მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასებიდან დაქვითული ფული არაა. ფიზიკურ პირებს მოგებიდან 5% საშემოსავლო ექვითებათ და ხსენებული 664 მლნ-ის დიდი ნაწილიც სწორედ ამ გზით იქნა ფორმირებული.დღგ-ს წილი მოკრძალებულია და 19 მლნ-ს შეადგენს. გდასახადით სახელდებულ გადასახადებს სალიცენზიო და სანაბერთვო მოსაკრებლები ემატება 87 და 146 მლნ-ის ოდენობით.სექტორი 13 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ტურისტთა ნაწილი საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის, მაგრამ უცნობია რა ნაწილი.საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი: რეგულაციების გამკაცრებით ერთის მხრივ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა, მეორე მხრივ ბრუნვის ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა შემცირდა მხოლოდ დინამიკა და არა თავად ბრუნვა.წყარო: Netgazeti

1791538967

ავტომობილში საწვავის ჩასხმა
საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა – ირაკლი კობახიძე

საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა დროებითი ზომების მიღებას, მათ შორის, მაგალითად აქციზის განაკვეთის შემცირებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება.„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

1791534882

პენსია
იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - 60 ლარით

2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელს ზემოთ -  60 ლარით. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი რედაქციით, საჯარო სექტორში  ხელფასები 8.4-ით მოიმატებს."ბიუჯეტი შემოდის  3 ეტაპად - პირველი ეტაპი არის 1-ელ ოქრომბრამდე, რომელიც ახლა არის, იხილება მხოლოდ კომიტეტზე.  მეორე ეტაპი არის ნოემბერში და მესამე -  დეკემბერში. ახლა რაც  შემოვიდა, არსებითად შეიცვლება მეორე და მესამე მოსმენაზე, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობა დააკვირდება, რა შედეგებით დასრულდება ეკონომიკური ზრდით და შესრულებით, თუ როგორ ასრულებენ სამინისტროები  სექტემბერ-ოქტომბერს და ამის მერე უფრო ზუსტად იქნება განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრები.ახლა რაც შემოვიდა და შეიძლება ვნახოთ, ეკონომიკური ზრდა არის - 5%, ინფლაცია - 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%.  მთავრობის ვალი 31.6% , რაც საუკეთესოა სამეზობლოში და ევროპაში. როგორც შარშან იყო, გრძელდება. ნაერთი ბიუჯეტი თითქმის ₾2 მილიარდით იზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტი  1.2 მლრდ-ით გაიზრდება. ასევე, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები.რაც შეეხება სოციალურ საკითხებს -  პენსიებს კანონი ადგენს და ავტომატურად დაანგარიშდა და გამოდის შემდეგნაირად -  70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის მთაში მცხოვრებ ხალხს 665 ლარი ექნებათ, ხოლო 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში  20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. როგორც იცით, მიბმულია 70 წელს ზემოთ და ქვემოთ შშმ პირებიც. ამ ეტაპზე, საჯარო სექტორში  ხელფასები 8.4%-ით მოიმატებს. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება. ეს არის წინასწარი მონაცემები.ორშაბათიდან დაიწყება კომიტეტებში  განხილვები. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და  მეორე და მესამე მოსმენაზე გაიზრდება”, - განაცხადა კვიჟინაძემ.bp.ge

1790833500

ხილის წვენი
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის მოცულობა 40%-ით გაიზარდა - სად ვყიდით

2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 13.4 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 20.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 40%-ით (3.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.ცნობისთვის, 2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში, ექსპორტი 47 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (25%), ავსტრალია (19%), რუსეთი (13%), გერმანია (9%) და ისრაელი (7%).

1790486640

ბიტკოინი
ბიტკოინის ფასი 86 000 დოლარს უახლოვდება

bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:25 საათისთვის ბიტკოინი 85 984.41 აშშ დოლარად  ივაჭრება. ამრიგად, ბიტკოინის ფასი 86 000-დოლარიან ნიშნულს მხოლოდ დაახლოებით 15.59 დოლარით ჩამორჩება.

1790156406

პარკირება
თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15.7 მლნ ლარი შევიდა - ზრდა 71%-ია

2026 წლის 8 თვეში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წლიურად 71%-ით გაიზარდა და 15.7 მლნ ლარი შეადგინა.უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15 736 090 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 9 212 418 ლარი იყო.რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა.ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 8 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 178 053 978 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში - 157 246 637 ლარის აკუმულირება მოხდა.

1790063643

ხელფასი
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა - რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით); მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით). „2026 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%).საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.2026 წლის მე-2 კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693 ლარი, გაიზარდა 7.3%-ით).2026 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

1789800046

ბინა
ბინები კიდევ გაძვირდება - „ფასების 6%-იან წლიურ ზრდას ველოდებით“

საკმაოდ აქტიური ზაფხული იყო და მოთხოვნა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.მისი თქმით, მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა.„მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.რაც შეეხება 2026 წლის 7 თვის მონაცემებს, როგორც Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.გაზრდილია საცხოვრებელი ფართების ფასებიც და ბოლო მონაცემებით, პირველად ბაზარზე 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი - 1,426 დოლარს უტოლდება, მეორად ბაზარზე კი - 1,372 დოლარია.Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობას ელის შემოდგომის სეზონზეც და ამბობს, რომ  ტრანზაქციები სტაბილურად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.„რაც შეეხება პროგნოზს უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ფასების 6%-იან წლიურ ზრდას ველოდებით“, - აღნიშნა ოთარ ცუხიშვილმა.მან იჯარის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი მაღალ დონეზეა შენარჩუნებული და კვადრატულ მეტრზე 10.1 დოლარს უტოლდება. ქირის ამონაგები კი 8.5%-ს შეადგენს.წყარო: bp.ge

1789628065

gzavnilebi1
აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი($64.14 მილიონი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 21.73%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 64.14 მილიონი დოლარი, რაც 8.17%-ით მეტია 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (18.71%), საიდანაც გასულ თვეში 55.22 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 3.48%-იანი მატებაა.მესამე ადგილზეა გერმანია (10.61%) 31.31 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 6.84%-იანი მატებაა.რაც შეეხება რუსეთს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად იყო სამეულში, მან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა 5.07 მილიონი დოლარით, ეს წინა წელთან შედარებით 87.74%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს, ევროკავშირის მხრიდან სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ, რუსულმა საგადასახადო და ფინანსური სერვისების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა.ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:  აშშ - $64.14 მილიონი. იტალია - $55.22 მილიონი.  გერმანია - $31.31 მილიონი. საბერძნეთი - $28.24მილიონი. ისრაელი - $27.92 მილიონი. თურქეთი - $10.56 მილიონი. ესპანეთი - $10.26 მილიონი. ყაზახეთი - $8.04 მილიონი. გაერთიანებული სამეფო - $7.29 მილიონი. საფრანგეთი - $6.91 მილიონი. რუსეთის ფედერაცია - $5.07 მილიონი.  ირლანდია - $5.06 მილიონი. აზერბაიჯანი - $2.98 მილიონი. კანადა - $2.92 მილიონი. ყირგიზეთი - $2.19 მილიონი სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მილიონი აშშ დოლარი (88 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია.

1789537602

გადასახადის ზრდა
ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან - 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.

1789454610

ფინანსური პირამიდა
„5000 დოლარი და AI გჭირდება, რომ ხალხი მოატყუო - ხშირად უჭირთ აღიარება, რომ მოტყუებულები არიან, რის გამოც შესაძლოა უფრო მეტი თანხა დაკარგონ“ - როგორ ეძებენ მსხვერპლს ფინანსური პირამიდები

ფინანსური პირამიდების ორგანიზატორები მსხვერპლებს შემთხვევით არ არჩევენ - ისინი მიზანმიმართულად ეძებენ მოწყვლად ჯგუფებს, იყენებენ სოციალური ქსელების რეკლამას, საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებულ ავტორიტეტებსა და ადამიანების სურვილს, რომ ფინანსური მდგომარეობა სწრაფად და მარტივად გაიუმჯობესონ.კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ როგორ ახდენენ თაღლითური სქემების ორგანიზატორები სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის იდენტიფიცირებას.მისი თქმით, ისინი მოწყვლად ჯგუფებს მარტივად პოულობენ.„რასაც ბოლო ხუთი-ექვსი წელია ვაკვირდები, აქ არის რამდენიმე მიმართულება, პირველი არის ასაკობრივი ჯგუფი. მაგალითად, პენსიონერები, სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც 40 წელს გადასცდნენ და ვერაფერს მიაღწიეს. მათ ეუბნებიან, რომ „აი, თქვენ რომ 40 წლის გახდით, ნახეთ, ახლა 40 წლის ადამიანებისთვის არის ეს პროგრამა“. რეკლამებში ეს ასე ჩანს.გარდა ამისა, ფინანსური პირამიდები ხშირად იყენებენ რეგიონულ, რელიგიურ და სხვა სოციალური კუთვნილების ნიშნებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი უკვე ჩამოყალიბებული საზოგადოებებისა და მათში ავტორიტეტული ადამიანების გამოყენებაა.დღეს ადამიანების მასშტაბურად მოსაზიდად ერთ-ერთ მთავარ იარაღად სოციალური ქსელები იქცა. რეკლამები ხშირად კონკრეტულად იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ფინანსურ სირთულეებს განიცდიან და სწრაფი გამოსავლის ძიებაში არიან.ანუ, ისეთ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც ყოველთვის უჭირს, მუდამ ვალებშია და გასაჭირშია. ვისაც ცოტა მეტი ფული აქვს, ის ხვდება, რომ ეს ფული შეიძლება ადვილად დაიკარგოს და ამიტომ ერიდებიან,“ - ამბობს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.მისი თქმით, თაღლითური სქემების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანებს კონკრეტულ „ლეგენდას“ ან უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის რეალურ ღირებულებასაც ისინი ვერ ამოწმებენ.„კრიპტოსამყაროში არის ძალიან ბევრი „სკამი“ (scam). მე 14 წელია კრიპტოსამყაროში ვარ და ვიცი, თაღლითებმა როგორ გადმოინაცვლეს 2017 წლის მერე კრიპტოში, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოკვდავებს კრიპტო რა არის, ვერ გაუგიათ, მაგრამ გაუგიათ, რომ ვიღაცები ბევრ ფულს შოულობენ. ამ „ჰაიპზე“ ატყუებენ ადამიანებს: „შენ დღეს რომ იყიდი ბიტკოინს, ხვალ მერსედესი მოგივა“,“ - აცხადებს ექსპერტი.ალექს სუდაძის შეფასებით, ფინანსური პირამიდების მთავარი იარაღი ხშირად სწორედ იმ ცოდნის დაპირებაა, რომელიც თითქოს მხოლოდ სქემის მონაწილეებისთვისაა ხელმისაწვდომი.„აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანებს ეუბნებიან "ნოუ-ჰაუს", რომელიც ვითომ სხვებმა არ იციან და მხოლოდ ჩემთვის არის. თუმცა, მსგავსი სქემების ყველაზე მძიმე შედეგი მხოლოდ ფინანსური ზარალი არ არის. დაზარალებულ ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ მოტყუებულები არიან, რის გამოც შესაძლოა დაკარგული თანხის დაბრუნების იმედით კიდევ უფრო მეტი ფული ჩადონ.ჩემთან ყოველკვირა მოდიან დაზარალებული ადამიანები. კი, ვცდილობ რაღაცნაირად დავეხმარო, მაგრამ ის დაზარალებულ ადამიანი თავის სამყაროშია უკვე გასული და როცა რეალობას ეუბნები, გინდა დაარწმუნო, რომ მან შეცდომა დაუშვა, აღიაროს ეს და რაც დაკარგა, იმაზე მეტი აღარ დაკარგოს, ის მაინც იმედით გეუბნება, რომ „შენ მატყუებ, არ მჯერა შენი, შენ არ იცი, იქ ეს მოხდება, იქ ბრილიანტის საათია გამოყოფილი პრიზიორისთვის“ და ასე შემდეგ. ანუ, დაზომბირებულები არიან ეს ადამიანები იმ დონეზე, რომ მათი გამოფხიზლება/ცოტა აზრზე მოყვანა არის ძალიან რთული,“ - აცხადებს ალექს სუდაძე.მისი თქმით, ფინანსური პირამიდების პრობლემა მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, რადგან მსგავსი სქემების ორგანიზება და ადამიანებზე მასობრივი ზემოქმედება გაცილებით იაფი და მარტივი ხდება.„ეს ქსელური პირამიდების თემა ძალიან აქტუალურია და კიდევ უფრო აქტუალური იქნება, იმიტომ რომ ახლა ტექნოლოგიურად ბევრად წინ წავიდა სამყარო. ხუთი წლის წინ ასეთი ქსელური პირამიდის ასამუშავებლად 100 000 დოლარი იყო საჭირო, იქ ადამიანების დაქირავება გჭირდებოდა, რეკლამის გაშვება და ა.შ. დღეს AI ამ ყველაფერს აკეთებს 5000 დოლარად. 5000 დოლარი და AI გჭირდება, რომ ხალხი მოატყუო,“ - აცხადებს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.ექსპერტის მთავარი რეკომენდაცია კი მათთვის, ვისაც მსგავს სქემაში ჩართვას სთავაზობენ, შემდეგია - არ ენდონ დაპირებას, რომ მცირე თანხა შრომისა და რეალური საქმიანობის გარეშე, მოკლე დროში რამდენჯერმე გაიზრდება.„არ დაიჯეროთ, რომ 10 ლარი შრომის გარეშე 100 ლარი გახდება. თუ რაღაცის გამკეთებელი ხარ, ის 10 ლარი შენს საქმეს მოახმარე, უფრო კარგი სპეციალისტი გახდი. ადამიანს უნდა, რომ მარტივი გზით იშოვოს ფული, მაგრამ მარტივი გზით ფულის შოვნა ყოველთვის არის თაღლითური სქემა. ყოველთვის!დააკვირდით, რომ ეს ადამიანები ფულს ხარჯავენ თქვენს „დაგოიმებაში“ - მარკეტინგში, რათა მერე ათჯერ მეტი ამოიღონ. ვინც უკვე შეტოპა, იმის გადარჩენა რთულია, ჰგონიათ, რომ ძალიან მაგარ საზოგადოებაში მოხვდნენ, სინამდვილეში კი მსხვერპლნი არიან,“ - აცხადებს ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.BPN

1788772522

მოცვი
მოცვის ექსპორტის მოცულობა 52%-ით, ხოლო საექსპორტო ფასი 42%-ით გაიზარდა - სამინისტრო

2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 ათასი ტონა მოცვი, 64.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 52%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 42%-ით (19.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.ცნობისათვის, მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 316 ტონა), გერმანია (240 ტონა), ნიდერლანდები (167 ტონა), სომხეთი (195 ტონა), თურქეთი (102 ტონა), პოლონეთი (76 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.

1788765923