საზოგადოება
დავით მათიკაშვილი
ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? - დავით მათიკაშვილი ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებზე

ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება - ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება და უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ჩვენი ემიგრაციისგან 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.“ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად იმ მოქალაქეებს ჩაერიცხა, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ჩვენთვის სავსებით გასაგებია, ეს რამხელა შრომასთან და რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ადამიანები იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს საკუთარ ქვეყანაში გზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - საუბარია არა 11 მილიარდზე, არამედ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.პარლამენტი ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავს.

1764139146

1764050314

„კრედიტ სუისს“ ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურება დაევალა - გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტის გადაწყვეტილება

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი.ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.“საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას.საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს. მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად). გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე“, - აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე - შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიძინა ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ - მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს.ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა.სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია. ასევე,სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი“) სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო.„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე. 2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

1763981360

„ყველაზე უფროსი 69 წლისაა“ - რამდენი ქალი მძღოლი ჰყავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 51 ქალი მძღოლია დასაქმებული. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან“ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.აღსანიშნავია, რომ 5-წლიან ჭრილში, მუნიციპალურ ავტობუსებზე ქალი მძღოლების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, 2021 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლად 25 ქალი მუშაობდა.ასევე, სტატისტიკა მოწმობს, რომ ყველაზე აქტიურად ავტობუსებზე მძღოლებად ქალები 2022-2023 წლებში საქმდებოდნენ.თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ბოლო 5 წლის მონაცემებით ასე გამოიყურებოდა: 2021 წელი - 25 ქალი; 2022 წელი - 27 ქალი; 2023 წელი - 42 ქალი; 2024 წელი - 50 ქალი; 2025 წელი - 51 ქალი. დასაქმებული ქალი მძღოლებიდან ყველაზე მცირე ასაკის 29 წლისაა, ყველაზე დიდი ასაკის კი 69 წლის.აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ, 2017-2019 წლებში ხორციელდებოდა „გენდერული საკონსულტაციო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. გარდა ამისა, 2023 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამით „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო, დამატებით 25-მა ქალმა გაიარა ავტობუსის მართვის კურსი.„ამ ეტაპზე დასრულებულია ზემოთ აღნიშნული პროგრამები, თუმცა კომპანია განაგრძობს ავტობუსის მძღოლად დასაქმების მსურველი ქალების დასაქმებას, შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორიის და გამოცდილების შემთხვევაში“, - ნათქვამია წერილში.

1763981216

სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა - შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 -მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები.„განსაკუთრებით ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ. მათ ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა „ქართულ ოცნებას“ 570,000 ლარი შესწირეს.შემოწირულობების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებგვერდზე: www.politicaldonations.ge “ - ნათქვამია ინფორმაციაში.


სხვა სიახლეები
დავით მათიკაშვილი
ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? - დავით მათიკაშვილი ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებზე

ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება - ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება და უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ჩვენი ემიგრაციისგან 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.“ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად იმ მოქალაქეებს ჩაერიცხა, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ჩვენთვის სავსებით გასაგებია, ეს რამხელა შრომასთან და რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ადამიანები იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს საკუთარ ქვეყანაში გზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - საუბარია არა 11 მილიარდზე, არამედ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.პარლამენტი ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავს.

საზოგადოება 1764139146

ვალუტის კურსი
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1204 ლარია.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7010 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.1230 ლარად შეუძლიათ.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1350 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1150 ლარად შეუძლიათ.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7060 ლარად, გაყიდვა კი - 2.7010 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1300 ლარად, გაყიდვას კი - 3.1150 ლარად შეძლებენ.თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1350 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ეკონომიკა 1764139012

ვალუტის კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1204 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1223 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1764076771

20–21 დეკემბერს Spotlight-ი ბრუნდება - ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
20–21 დეკემბერს Spotlight-ი ბრუნდება - ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

20–21 დეკემბერს, Spotlight-ის რიგით მეთორმეტე ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციული შეხვედრების სერია წელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.Spotlight-ი უკვე წლებია იქცა სივრცედ, სადაც მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალები იკრიბებიან, გამოცდილების, ცოდნისა და ინსპირაციის გასაზიარებლად. წლევანდელი სპიკერების ვინაობა პირველ დეკემბერს გახდება ცნობილი.ორდღიანი ღონისძიება  25-ზე მეტ სპიკერს, მათ ინსპირაციულ ისტორიებს, მასტერკლასებს, პანელურ დისკუსიებსა და  ნეთვორქინგის შესაძლებლობას აერთიანებს. Spotlight-ი ყოველწლიურად 1500-მდე პროფესიონალს უყრის თავს.„საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე თანამშრომლობის ტრადიცია - ეს არის ერთობლივად გავლილი გზა, რომელიც წლიდან წლამდე ქმნის ახალი ენერგიის, ისტორიებისა და გამორჩეული იდეების გაცვლის სივრცეს. შესაბამისად, Spotlight-ი იქცა ადგილად, სადაც ინოვაცია და კრეატიულობა ერთიანდება. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა კი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებიც ამ პლატფორმას ყოველ წელს კიდევ უფრო მეტად გამორჩეულს ხდიან. გელით Spotlight-ზე,“ - აცხადებს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.„პროექტის ორგანიზატორებს გვჯერა, რომ შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ვქმნით სცენას, რომელიც 2 დღის განმავლობაში ინსპირაციის ეპიცენტრი გახდება. სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ იდეებს, წარმატების და მარცხის ისტორიებს გაგვიზიარებენ და გვჯერა, რომ ეს გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები. ეს ურთიერთობები კი მთელი ცხოვრება გრძელდება. საქართველოს ბანკის მთავარი გზავნილია „არ გაჩერდე“. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აძლევს მოტივაციას. ის, რომ საქართველოს ბანკი დგას ჩვენს გვერდით, ვფიქრობ, მთელი ინდუსტრიისთვის ნათქვამი გზავნილია, არ გაჩერდნენ, იმოძრაონ და გახდნენ უკეთესები. ჩვენ კი ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - ამბობს Spotlight-ის დამფუძნებელი აკო ახალაია.ბილეთების გაყიდვა 2 დეკემბერს, 16:00 საათიდან დაიწყება. ვებგვერდებზე biletebi.ge, tkt.ge. თუ გსურთ ბილეთების შეძენა კორპორაციულად, დაუკავშირდით მარკეტერის კომერციულ სამსახურს ელ. ფოსტაზე: sales@marketer.ge. შევხვდებით Spotlight-ზე. 

ბიზნესი 1764074909

ტიკ ტოკი
TikTok-ის სქროლვა „ტვინის ლპობას“ იწვევს - კვლევა

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ახალი კვლევის თანახმად, TikTok-ზე სქროლვამ შეიძლება „ტვინის ლპობა“ გამოიწვიოს. ამ თემაზე მასალას ევრონიუსი აქვეყნებს და წერს, რომ გასულ წელს, ოქსფორდის ლექსიკონის წლის სიტყვად „ტვინის ლპობა“ დასახელდა. ესაა ტერმინი, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას „დაბალი ხარისხის ონლაინ კონტენტის ჭარბი რაოდენობით მოხმარების, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში“ ზემოქმედების გამო.ეს ცნება გულისხმობს გონებრივ დაქვეითებას - როდესაც ადამიანს უჭირს ფოკუსირება, ვერ აღიქვამს ინფორმაციას ისე, როგორც ადრე, აღარ სწავლობს, აღარ ვითარდება, მხოლოდ ერთფეროვანი, ტვინისთვის არაფრისმიმცემი საქმიანობით არის დაკავებული.ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ბოლოდროინდელი დასკვნები ადასტურებს, რომ ტვინის „ლპობა“ არა მხოლოდ რეალობაა და მეტია, ვიდრე უბრალოდ  გვერდითი მოვლენა: ეს არის რეალური ნეიროკოგნიტური სინდრომი, რომელიც გაზომვად ზიანს იწვევს.კვლევას საკმაოდ გრძელი სახელწოდება აქვს: „კვება, გრძნობები და ფოკუსირება: სისტემატური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელიც იკვლევს მოკლე ვიდეოების გამოყენების კოგნიტურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კორელაციებს“. ეს ნაშრომი პირდაპირ აკავშირებს ალგორითმებზე დაფუძნებული პლატფორმებიდან, როგორიცაა TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts, მოკლე ვიდეო კონტენტს (SFV) ტვინის „ლპობას“.მკვლევარებმა გააანალიზეს 71 კვლევის 98,299 მონაწილის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტ მოკლე ვიდეოს უყურებს ადამიანი, მით უფრო ცუდი კოგნიტური მაჩვენებლები აქვს მას ყურადღებისა და ინჰიბიტორული კონტროლის თვალსაზრისით.კვლევაში ნათქვამია: „მაღალი სტიმულირების, სწრაფი ტემპის მქონე კონტენტის განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შეჩვევას, რომლის დროსაც მომხმარებლები კარგავენ მგრძნობელობას უფრო ნელი და უფრო შრომატევადი კოგნიტური ამოცანების მიმართ, როგორიცაა კითხვა, პრობლემების გადაჭრა ან ღრმა შესწავლა“.ავტორები აღნიშნავენ, რომ შეჩვევა ასტიმულირებს ტვინის ჯილდოს სისტემას, რაც აძლიერებს ჩვეულ გამოყენებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „სოციალური იზოლაცია, ცხოვრებით კმაყოფილების დაქვეითება და თვითშეფასების და სხეულის იმიჯის დაქვეითებაც კი“. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, პლატფორმების გაზრდილი გამოყენება ასევე დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან, შფოთვის მომატებასთან და მარტოობასთან.მოკლედ, დაბალი ხარისხის ციფრული კონტენტის ჭარბ ზემოქმედებას შესამჩნევი გავლენა აქვს ჩვენი ტვინის ფუნქციონირებაზე. რაც უფრო მეტს უყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, მით უფრო მცირდება ყურადღების ხანგრძლივობა, რაც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე.jandacva.ge

სხვადასხვა 1764073106

პირადობა
პირადობის მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება

პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე QR კოდის დამატება იგეგმება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარუდგინა.კერძოდ, ცვლილებების შეტანა იგეგმება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მნიშვნელოვანი ელექტრონული გაუმჯობესება იგეგმება.„ეს შეეხება საქართველოს კანონში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ ცვლილებების განხორციელებას. ახალი პირადობის დოკუმენტები და მათი ტექნიკური მახასიათებლები ამ ცვლილებების შემდეგ სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება.საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული, ახალი თაობის მიკროსქემებისა და დოკუმენტების ახალი დიზაინის დანერგვა, დამატებითი დამცავი ნიშნებით, რომლებიც არსებული მიკროსქემისა და დოკუმენტების მახასიათებლებისგან განსხვავებული იქნება.დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ. აქ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ისეთი ინფორმაციები, რომელიც დაკავშირებულია შშმ პირის სტატუსთან, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული სტუდენტის სტატუსთან და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.მნიშვნელოვანია ასევე კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის მოწმობა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის.ამასთან, გარდა კანონით განსაზღვრული საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება, შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

საზოგადოება 1764068279