bog
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი  58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს  თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის  განვითარებას. ასევე,  საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.

1791446900

bog
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა.სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა: PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე1 PLUS ქულა ირიცხება; გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა); პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ. ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაა ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე); სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.

1791382801

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა.24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას.ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი.პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნესლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ. 

1791370762

bog
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკის გათამაშებაში კიდევ სამი ინდმეწარმე ფულადი პრიზის მფლობელი გახდა. გამარჯვებულებს შორის საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა: მ. კ. – 7 000 ლარი; ლ. კ. – 3 000 ლარი; ი. ვ. – 2 500 ლარი. ინდ მეწარმეებისთვის გათამაშება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 100 000 ლარია, წლის ბოლომდე გაგრძელდება. სექტემბრის შუალედურ გათამაშებას კიდევ ორი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება მოჰყვება.ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდი კი ასე გადანაწილდება: I ადგილი – 25 000 ლარი; II ადგილი – 15 000 ლარი; III ადგილი – 10 000 ლარი. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მათ, ვინც ინდმეწარმედ გახდომას გეგმავს და ჯერ არ აქვს საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში, ისე მოქმედ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით არ უსარგებლიათ.გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თვეში ერთხელ მაინც შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში. ამასთან, კონკრეტული თვის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელმა ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით სწორედ იმ თვის განმავლობაში უნდა ისარგებლოს.გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.კამპანიაში მონაწილეობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს. 

1791300436

ბოჰ
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

1791282087

bog
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა

საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ Awards 2026-ზე ორ საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვდა. ბანკმა მიიღო ჯილდოები საუკეთესო გუნდისთვის მონაცემთა ან AI მიმართულებებით (Best Data or AI Team (International) და მონაცემთა ან AI მიმართულებებით მნიშვნელოვანი მიღწევისთვის (Breakthrough with Data or AI – (International). პირველ შემთხვევაში, DataIQ-მ საქართველოს ბანკის 70-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მუშაობა შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ჩართულობით, ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.  ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 150 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი 600-მდე AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება.  მეორე ჯილდო — Breakthrough with Data or AI – International — საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ Data Science Agent Factory -ს გადაეცა. ეს მრავალაგენტიანი სისტემაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვის, კვლევის, მოდელირების, ვალიდაციისა და დეველოპმენტის პროცესების ნაწილს ავტომატიზებას უწევს. Data Science Agent Factory-ში 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტი და მიკროაგენტი მუშაობს. სისტემა შექმნილია იმ პრინციპით, რომ აგენტები ასრულებენ სამუშაოს, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თანამშრომლები იღებენ. „ჩვენთვის ეს ორი ჯილდო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი ერთი და იმავე ცვლილების ორ მხარეს აჩვენებს — როგორ შეიცვალა თავად გუნდის მუშაობის მოდელი და როგორ შეიძლება ამ ცვლილებამ მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. Agent Factory-ის შემთხვევაში ადამიანების როლი არ გამქრალა — პირიქით, ადამიანური გადაწყვეტილება იმ ეტაპებზე გადავიტანეთ, სადაც გამოცდილება და განსჯა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო რუტინული და შრომატევადი სამუშაოების დიდი ნაწილი აგენტებს გადავეცით. შედეგად, გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, სწრაფად დატესტოს ახალი იდეები და რეალურ ბიზნესპრობლემებზე იმუშაოს. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს. აღნიშნული ჯილდოები მათ მიერ გაწეული ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.  

1791273849

bog
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

საქართველოს ბანკისა და „სუხიშვილების“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს კიდევ ერთ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს. 5 ოქტომბრიდან, SOLO Boutique-ში შესაძლებელი იქნება სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის უნიკალური თავშლების შეძენა.ეს განსაკუთრებული აქსესუარი „სუხიშვილების“ სცენაზე დაბადებულ 80-წლიან ისტორიას გვიამბობს - ისტორიას, რომელშიც ქართული ცეკვა, ხელოვნება, კოსტიუმი და მუდმივი სიახლის ძიება ერთ მთლიანობად იქცა.სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას „სუხიშვილების“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მხატვარი და სცენოგრაფი ანსამბლის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი იყო. მისმა კოსტიუმებმა ქართული ცეკვის სცენური ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღემდე „სუხიშვილების“ მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ვირსალაძე ტრადიციულ ფორმებს საკუთარ მხატვრულ ხედვასა და ფერთა განსაკუთრებულ ენას უკავშირებდა, რის შედეგადაც მისი ნამუშევრები უნიკალურ ხელწერად იქცა.„სუხიშვილების“ ისტორია 1945 წელს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ ანსამბლის დაარსებით დაიწყო. 80 წლის განმავლობაში დასმა ქართული კულტურისა და ცეკვის ტრადიციები არაერთხელ გარდაქმნა და ახალი თაობებისთვის გააცოცხლა. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა იქცა იმ სულისკვეთებად, რომელიც „სუხიშვილების“ ისტორიას დღემდე თან სდევს.საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ანსამბლის სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „თაკარა“ - ექსპერიმენტული ღია სცენა, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ტრადიციასა და თანამედროვე შემოქმედებით ძიებას აერთიანებს.ახალი კოლექციით კი სუხიშვილების სცენური მემკვიდრეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის - ხელოვნების ნიმუშები აქსესუარად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელიც.სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის თავშლები 5 ოქტომბრიდან ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის SOLO Boutique-ში იქნება ხელმისაწვდომი.

1791205497

ბოგ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-ს მხარდაჭერით, ბათუმში სალომე არღვლიანის ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მასში მონაწილეობა 40-მდე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესის განვითარების ხუთ კრიტიკულ საფეხურს და თითოეულ მათგანზე არსებულ ძირითად გამოწვევებს. განიხილეს, თუ რა არის ლიდერის მთავარი დანიშნულება ბიზნესის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, როგორ იცვლება თავად ლიდერი და, შედეგად, როგორ ცვლის ის ბიზნესს. ვორკშოპზე ისაუბრეს იმაზეც, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერობის მოდელი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები.შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობისა ასამაღლებლად გამოიყენება.საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ქმნის. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მონაწილეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

1791203972

2 ნაბიჯი
თბილისში FMCG ბაზრის ლიდერი 2 ნაბიჯია - Galt & Taggart

Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

1791177969

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და საერთაშორისო უნივერსიტეტებში განათლების მიღება სურთ, ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10 და 11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება.ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო პროგრამები; სამაგისტრო პროგრამები; სადოქტორო პროგრამები; ონლაინ პროგრამები; კურსები; საგანმანათლებლო ბანაკები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საკონსულტაციო სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით არიან დაინტერესებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ისა და Hungaricum-ის პროგრამების შესახებ.LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება: 10 ოქტომბერს, თბილისში, 12:00-დან 17:00 საათამდე , The Biltmore Tbilisi Hotel-ში; 11 ოქტომბერს, ბათუმში, 13:00-დან 17:00 საათამდე, Radisson Blu Hotel Batumi-ში. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია  ბმულზე.დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი. 

1790951831

bog'
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა

საქართველოს ბანკი მასწავლებლებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას აგრძელებს. მათ შორისაა სპეციალურად მასწავლებლებისთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათი, რომელიც მფლობელებს სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა: Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე; ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ; კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება; გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ამასთან ერთად,  5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის). შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.    

1790951431

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.

1790947410