ელექტროენერგია
მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზი შენდება - ინვესტიცია ₾15 მლნ-ზე მეტია

მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის, 110-კილოვოლტიან ახალ ელექტროგადამცემ ხაზს „მარტვილი“ აშენებს.ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო გახდება და ამავდროულად, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების აბონენტებისთვის ალტერნატიულ ელექტრომომარაგების წყაროს წარმოადგენს.ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას კომპანიის კონტაქტორი კომპანია ახორციელებს, მისი დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში იგეგმება.„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უმნიშვნელოვანესია როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მიმდებარე რაიონებისთვის, სამუშაოები ზაფხულის სეზონზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ხაზის მშენებლობა რამდენიმე თვით ადრეც დასრულდებოდა. თუმცა, ლოკალური რამდენიმე პრობლემის გამო, სამწუხაროდ მუშაობა სეზონის პიკზე გვიწევს. უსაფრთხოების მიზნით კი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ხდება” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმაახალი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის მარტვილის მუნიციპალიტეტის ენერგომომარაგების საიმედოობას, გააუმჯობესებს ქსელის მდგრადობას და შექმნის ელექტროენერგიის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის.ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“  ავრცელებს.

1786607765

GES
5 აგვისტოს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება- სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში 5 აგვისტოს დაფიქსირებული ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზს განმარტავს.უწყების ინფორმაციით, 24–25 ივლისს მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, სადგურის მოწყობილობების შესწავლის მიზნით საჭირო გახდა ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში, ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია, ხოლო უახლოეს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება.5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს 24–25 ივლისის შემდეგ მსგავსი მასშტაბის უკვე მესამე შემთხვევაა.შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა, ხოლო შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე ორი ენერგოსისტემა გაიმიჯნა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში გადავიდა. კომისიის ინფორმაციით, ამას სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

1786001924

კომუნალური
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რამდენიმე თვის კომუნალური გადასახადი ერთიანად დაგერიცხებათ - ენერგოომბუდსმენის განმარტება

რამდენიმე თვის კომუნალური გადასახადის ერთიანად დარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელს თანხის განწილვადების მოთხოვნის უფლება აქვს. რა შემთხვევაში ვრცელდება ეს შესაძლებლობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადზე, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.„დენის ნაწილში ასეთი შემთხვევები არ გვაქვს, იმიტომ რომ, ტარიფში დიდ სხვაობას გვაძლევს. ერთჯერადი შემთხვევა შესაძლოა, გვქონდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მაგალითად დიდთოვლობის გამო კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველამდე ვერ მივიდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის გადაანგარიშება. წელს ზამთარში ასეთი შემთხვევები გვქონდა.წყლის შემთხვევაში შესაძლოა, ორი-სამი თვის გადასახადი დიდი თანხა არ იყოს და მომხმარებელმა ერთბაშად შეძლოს გადახდა, მაგრამ მომხმარებლებს აქვთ უფლება, რომ განწილვადება გააკეთონ და ამას ითვალისწინებს წესებიც.BPNბუნებრივი გაზის შემთხვევაში მსგავს დროს საკმაოდ დიდ თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამიტომ, უპირობო განწილვადება ხდება, თუ სხვა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს, სადაც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს ეჭვი, რომ მეტი გადასახადი დაერიცხა. ეს უკვე ცალკე კვლევის თემაა“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

1785479423

ნავთობპროდუქტები
სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასები მუდმივად განიცდის ცვლილებას, რასაც სხვადასხვა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორი განაპირობებს. პლატფორმა GlobalPetrolPrices-ის 2026 წლის 22-28 ივნისის კვირის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.GlobalPetrolPrices საავტომობილო საწვავის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საცალო ფასებს 150-ზე მეტ ქვეყანაში აკვირდება და ინფორმაციას ყოველკვირეულად აახლებს.სად არის ყველაზე ძვირი და იაფი ბენზინი?მსოფლიოში 95 ოქტანის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.48 აშშ დოლარია.როგორც წესი, ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი გადასახადებითა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებით.უახლესი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირი ბენზინის მქონე ქვეყნების სათავეშია ჰონგ-კონგი, სადაც ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი $4-ს შეადგენს.რაც შეეხება ყველაზე ხელმისაწვდომ ბენზინს, რეიტინგის თავში ტრადიციულად ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები გვხვდებიან. ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება ლიბიაში, სადაც ლიტრი ბენზინი მხოლოდ $0.02 ღირს. ყველაზე იაფი ბენზინის მქონე ქვეყნების სიაში ასევე შედიან ირანი და ვენესუელა.დიზელის ფასები მსოფლიოშიმსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი ლიტრზე 1.50 აშშ დოლარია.დიზელის საწვავზე ფასების დინამიკა ხშირად განსხვავდება ბენზინისგან, რადგან დიზელი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამრეწველო სექტორთან, ტრანსპორტირებასა და სატვირთო გადაზიდვებთან.მიმდინარე კვირის მონაცემებით, დიზელი ყველაზე ძვირი კვლავ ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი ფასი ლიტრზე $4.5-ს აღწევს. მაღალი ტარიფებით ასევე გამოირჩევიან მალავი და სინგაპური.საპირისპიროდ, ყველაზე იაფად დიზელის შეძენა შესაძლებელია ვენესუელაში, სადაც ლიტრის ღირებულება $0.004-ია. დაბალი ფასების რეიტინგში წამყვან პოზიციებზე არიან ასევე ირანი და ლიბია.GlobalPetrolPrices-ის სპეციალისტების განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში საწვავის ფასებს შორის არსებული განსხვავებები ძირითადად ორი ფაქტორით - გადასახადებითა და სუბსიდიებით აიხსნება. ნავთობის საერთაშორისო ფასი ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად იდენტურია, თუმცა საბოლოო საცალო ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის აქციზსა და დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) აწესებს კონკრეტული სახელმწიფო, ან პირიქით - რამდენად ახდენს იგი საწვავის სუბსიდირებას შიდა ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.სად არის საქართველო?GlobalPetrolPrices-ის მიხედვით, საქართველოში ლიტრი ბენზინის ღირებულება საშუალოდ $1.4-ია (≈₾3.7), დიზელის კი - $1.5 (≈₾4).წყარო BMG

1782887881

სემეკი-ლოგო
სემეკმა "თელასი" 75 000 ლარით დააჯარიმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.სემეკის ინფორმაციით, ჯარიმის საფუძველია „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.

1778823684

ელექტროენერგია
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება – ჯანდაცვის სამინისტრო

„სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს“ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.„მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

1778052512

დავით ნარმანია
დავით ნარმანია: გაიზრდება სოცდაუცველებისთვის კომუნალური სუბსიდიის მოცულობა

„ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მომხმარებლები მიიღებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.შეგახსენებთ, სემეკ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 5 თეთრით გაძვირდა.როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი წესის მიხედვით განსაზღვრული სუბსიდირების მოცულობა გაიზრდება.„რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. თუმცა, რამდენიმე წელია, მთავრობა ასუბსიდირებს მოწყვლად მომხმარებლებს. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, მთავრობა ეხმარება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში.ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც, კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება.კატეგორიები, ვისაც ეძლევა სუბსიდია, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებაში არის მოცემული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხდება კომუნალური სუბსიდიის გაცემა მოსახლეობაზე. უბრალოდ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მიიღებენ მომხმარებლები“, - აცხადებს დავით ნარმანია.ინფორმაციისთვის, თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და აქამდე ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან კილოვატში 20.041 თეთრს გადაიხდიან. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე იზრდება.რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე გაიზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე იზრდება.შეგახსენებთ, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა, ელექტროენერგიის გადასახადს უსუბსიდირებს. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

1774937474

დენი
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით იზრდება

დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.www.interpressnews.ge

1774861852

სემეკი
სემეკმა „თელასი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა.მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები.საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.

1758887789

მაია მელიქიძე
„საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ევროპელი ინვესტორები გააქტიურდნენ“ - მაია მელიქიძე

ენერგეტიკის სექტორში, ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ დარგში, მოთხოვნა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ „გრედას” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ ,,კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.მისივე თქმით, თუ ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება არ იქნება, საქართველოს ელექტროენერგიის ყიდვა რუსეთიდან მოუწევს, ან აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზის თბოელექტროსადგურებში გამოყენება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და სექტორის განვითარებას საგრძნობლად დააზარალებს.მელიქიძის განმარტებით, წყალი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის შევსებაც მზისა და ქარის ენერგიებით შესაძლებელია, თუმცა ჩანაცვლება აბსოლუტურად გამორიცხულია. საქართველო ამჟამად შესაძლებლობის 25% იყენებს, ჰიდრო რესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი მატერიალური დოვლათი შეიქმნება.„ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები ძირითადად ქსელურ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ გადამცემ ხაზებში იმისათვის, რომ ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება მოხდეს.ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკა ეკონომიკური დოვლათის შექმნის უკონკურენტო დარგია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ენერგომატარებლებზე ფასმა საგრძნობლად აიწია, რასაც დაემატა ის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას - წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 3-იდან 5%-მდე იზრდება. თუ ადეკვატური მიწოდება არ იქნება, მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ერთი ელექტროენერგია, თავად პროდუქტი შემოვიტანოთ რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან და მეორე გზა, აზერბაიჯანიდან შემოვიტანოთ გაზი და თბოელექტროსადგურების საშუალებით ვაწარმოოთ ელექტროენერგია. მზის  და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიას ვერასდროს ჩაანაცვლებს, ის შესაძლოა დამხმარე, მაგრამ არა ჩამანაცვლებელი.  ქარი განსაკუთრებით მაშინ, როცა პიკური პერიოდი გვაქვს, ზამთარში, ამ  დროს შეგვიძლია ენერგოსისტემას დავეხმაროთ და ქარის რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.ელექტროენერგიაზე მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. საქართველოს წყლის რესურსის დაახლოებით 25% აქვს ათვისებული, სრულად ათვისების შემთხვევაში კი ჩვენ ნამდვილად გავხდებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, ასევე შეიქმნება მატერიალური დოვლათი, რათა ქვეყანამ სხვადასხვა დარგი განავითაროს“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.მისივე ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიაზე მოხმარება და ფასები საგრძნობლად იზრდება, ამიტომაც დასავლელი ინვესტორები დაინტერესებული არიან ინვესტიცია საქართველოში ჩადონ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ნაწარმოები ენერგია ევროპაში გაიტანონ.მელიქიძის განმარტებით, დროში გაწელილი ბიუროკრატია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს მუშაობას და ინვესტირებას ურთულებს.,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ევროპელი ინვესტორები გააქტიურდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან მიმართებით. ევროპელი ინვესტორები კარგად ხედავენ, რომ მათ ქვეყნებში პროდუქტზე ფასი იზრდება, საქართველოს პოტენციალიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტიცია ამ ქვეყანაში ჩადონ, შემდეგ ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ექსპორტზე გავა, სწორედ ევროპას გადაეცემა; რუმინეთს, უნგრეთს და ასე შემდეგ.კერძო სექტორისთვის ბიუროკრატია კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, რადგან ინვესტორებს ძალიან მოკლე ვადაში უამრავი საბუთის წარდგენა ევალებათ, ამიტომ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია.გარდა ამისა, ჩვენ რაც შეიძლება მეტი, კომპეტენტური კადრი გვჭირდება შესაბამის უწყებებში, რადგან სექტორში ამ მიმართულებით დიდი დეფიციტია: 3-თვიანი საქმეები 6-9-თვიან პერიოდში იწელება ხოლმე.გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეხვედრა აზიის განვითარების ბანკთან, ასევე „აიფსისთან“, კომერციულ ბანკებთან და მათი მხრიდან სესხების გაცემაზე მზაობა არის, თუმცა მათ მეტი გარანტია სჭირდებათ, რომ ბიზნესმენი ამა თუ იმ გენერაციის ობიექტის აშენებას შეძლებს“,- აღნიშნა გრედას აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.

1750837878

სემეკი
გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით, 17 თებერვალს სემეკში „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე,  სემეკში 17 თებერვალს გაიმართება შპს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა.

1739345222

მესტია
„წლებია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მილიონობით ლარის წაგებით მუშაობს“ - ავთო დვალიშვილი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა, 2024 წლის დეკემბერში იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც კომპანიის სხვა, ჩვიდმეტმა მომსახურების ცენტრმა ერთად.ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს, ცაგერი-ლენტეხის, ქედა-შუახევის, თეთრი წყაროს, წალკის და ბაღდათის მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია, მხოლოდ ერთმა, მესტიამ მოიხმარა.ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მესტიაში, 2020 წლიდან იწყება, მაშინ მესტიამ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 91,117,245 კვტ.სთ ენერგია მოიხმარა. 2023 წლისთვის მოხმარება 120,275,154 კვტ.სთ იყო, ხოლო 2024 წელს სარეკორდო - 124,692,913 კვტ.სთ.გაზრდილი მოხმარების გამო, მესტიაში დენი ხშირად ითიშება და მაღალმთიანი დასახლება უშუქოდ რჩება, რაც პრობლემას არა მხოლოდ ადგილობრივ ოჯახებს, არამედ ბიზნესსაც უქმნის. მესტიის სასტუმროებში გათბობის ძირითადი წყარო სწორედ ელექტრო ენერგიაა.,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ავთო დვალიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ელექტროხაზების დაზიანებისთანავე კომპანია რეაგირებს, თუმცა, იმის გამო, რომ კომპანია წლებია, მესტიაში წაგებაზე მუშაობს, ახალ ხაზებში ან ბოძებზე ინვესტირება არ იგეგმება.„ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მოხმარებული ენერგიის საფასურს ვერ იღებს, შესაბამისად, როგორც ხერხდება, ელექტროხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ანუ, როცა ხაზები მწყობრიდან გამოდის, რეაგირება ხდება, სხვა უფრო დამატებითი ინვესტიცია მესტიაში არ იგეგმება. მესტიაში ჩვენი კომპანია ოპერირებს, ჩვენს მფლობელობაშია ხაზებია, თუმცა ეს ოპერირება ჭირს, რადგან უსაფრთხოების არქონის გამო, ჩვენი თანამშრომლები, ფაქტობრივად ვერ მუშაობენ.კომერციული აბონენტებისთვის მესტიაში მრიცხველები დგას. მოქალაქეებს რაც შეეხება, შეიძლება მოქალაქეებს უდგას ძველი მრიცხველი, მაგრამ ანგარიშსწორება არ ხდება.ბევრი სასტუმრო მესტიაში არ არის დაფიქსირებული, როგორც კომერციული აბონენტი. ის არის როგორც უბრალოდ სახლი, მაგრამ სასტუმროა, სტუმრებს იღებს.მაინერების ბრალია, რომ მესტიაში დენი ხშირად ითიშება. მოხმარება იმდენად დიდია, ქსელს გამართულად მუშაობა უჭირს. ერთი პატარა მესტია, 17 დიდი რეგიონის სამყოფ ენერგიას მოიხმარს. მესტიაში წლებია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მილიონობით ლარის წაგებით მუშაობს. ეს წაგება „ბიტკოინის ფერმებამდეც“ იყო, თუმცა, გაორმაგდა და გაათმაგდა, როცა ელექტროენერგიის არაკანონიერად მოხმარება დაიწყო“,- აღნიშნა ავთო დვალიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

1738654817