• Ƀ/$

„ზანდუკელი ინნ“ – საოჯახო სასტუმროს სამვარსკვლავიანი სერვისი თელავის ცენტრში

8 აპრილი 19:35 | Company news

Guest Review Award 2018 – ეს არის ჯილდო, რომელიც საოჯახო სასტუმრომ „ზანდუკელი ინნ“ თავისი არსებობის პირველსავე წელს მიიღო პორტალისგან Booking.com.

გლობალური პორტალის ჯილდო სტუმრების პოზიტიურმა გამოხმაურებებმა განაპირობა. საოჯახო სასტუმრო „ზანდუკელი ინნ“ თელავის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს.


ეს არის სახლი 4 სასტუმრო ნომრით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსხვავებით ბევრი საოჯახო სასტუმროსგან, აქ თითოეულ ნომერს თავისი სველი წერტილი აქვს, რაც ძალიან კომფორტულს ხდის აქ ცხოვრებას.


სასტუმროს ყველა ნომერშია დამონტაჟებული კონდიციონერი.


„ზანდუკელი ინნ“–ის მფლობელი გოჩა წოწონავა ამბობს, რომ ისეთი სასტუმროს შექმნა გადაწყვიტა წინაპრების სახლში, როგორშიც თავად ისურვებდა დასვენებას. ამიტომაც არ დაიშურა რესურსი კომფორტული, თანამედროვე ნომრების მოსაწყობად.


სასტუმრო „ზანდუკელი ინნ“ საკმაოდ ბიუჯეტურია. აქ ორადგილიანი ნომერი დღე–ღამეში 60 ლარი ღირს. ამ ფასში საუზმეც შედის. ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ისე გადარიცხვით. მივლინებაში მყოფი პირები ყველა საჭირო დოკუმენტაციას მიიღებენ, რომლებშიც მათ მიერ სასტუმროში გაწეული ხარჯი აისახება.


„ზანდუკელი ინნ“–ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ავტოტურით მოიარონ ძველი და ახალი შუამთა, ალავერდი, გრემი, იყალთო, წინანდალი, ნეკრესი, თეთრი გიორგი. აქ ხშირად ჩერდებიან მთათუშეთში მიმავალი ტურისტები, ვინაიდან თელავი ერთგვარი პლაცდარმია მთათუშეთში წამსვლელი ტურისტებისთვის.


სასტუმროს აქვს დიდი, მყუდრო, კარგად გამწვანებული ეზო, ორადგილიანი პარკინგი.


ნომრები აღჭურვილია მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, საკაბელო ტელევიზიით. მოკლედ, „ზანდუკელი ინნ“–ში, რომელიც ბატონის ციხესთან, ცნობილ ჭადართან და თეატრთან ახლოს მდებარეობს, ყველა პირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი დღეები გაატარო ულამაზეს თელავში.


P.S. სასტუმროს დაჯავშნა შესაძლებელია ტელეფონით ნომერზე 599 570 664 და ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hotelzandukeli@gmail.com




სხვა სიახლეები