• Ƀ/$

ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა

27 მაისი 18:15 | კომპანიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად შპს „ნოვა“-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა. 

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა განხორციელებული პროექტის და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც რეგიონის ისე ქვეყნის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ,,ნოვა"  2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და კომპანიაში 340 ადამიანია დასაქმებული.


პროექტი EBRD-ის და თიბისი ბანკის  მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიას საშუალებას აძლევს დამატებით 10 საწარმოო ხაზი განათავსოს თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.


გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და EBRD-ის წარმომადგენლები საქართველოში.


დღეის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკაში EBRD-ის ინვესტიციების ჯამური მოცულობა 3.2 მლრდ ევროს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

EBRD საქართველოში ინვესტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს



სხვა სიახლეები