• Ƀ/$

ერდოღანმა სირიაში ომი დაიწყო

9 ოქტომბერი 18:39 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის შეირაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარი ტვიტერის საშუალებით განაცხადა. ოპერაციის დასახელებაა - „მშვიდობის წყარო“.


ოპერაციის მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.


ქურთთა შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში თურქული სამხედრო ოპერაციის დაწყება დაადასტურა.


„დემოკრატიული სირიის ძალების“ წარმომადგენელმა, მუსტაფა ბალიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ თურქულ ავიაციას შეტევები მიაქვს მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ზონებზე.


„დემოკრატიული სირიის ძალების“ კოალიციაში შემავალმა ქურთულმა დანაყოფებმა 7 ოქტომბერს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაკეთება, ასევე თავდაცვითი სიმაგრეების აღმართვა დაიწყეს თურქეთის შესვლის საპასუხოდ.


კვირას, 6 ოქტომბერს, თეთრი სახლის ოფიციალური პოზიციის გაჟღერების შემდეგ სირიის ქურთულ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი ეწინააღმდეგებიან ოფიციალური ანკარის სამხედრო ოპერაციას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დემონსტრანტთა განცხადებებით, მათ საკუთარი წინაპრების მიწების დაცვა აქვთ გადაწყვეტილი.


 


 


 


 


 


სხვა სიახლეები