ერთი კილოგრამი 219 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პასკები თბილისში

პასკა

აღდგომა ახლოვდება და დღესასწაულის მთავარი ტკბილეულის შერჩევა ბევრი ადამიანის საზრუნავი გახდა. თუ ნაწილი პასკის გამოცხობას სახლში ამჯობინებს, ნაწილი მას სხვადასხვა სუპერმარკეტსა და საცხობში ყიდულობს.

წელს პასკა არც ისე იაფი ღირს და ამას თბილისის რამდენიმე ობიექტში არსებული ფასებიც მოწმობს.

მაღაზიებისა და რესტორნების ქსელში „გასტრონომია“ წელს საკმაოდ ძვირად ღირებული პასკებია წარმოდგენილი. მაგალითად, Cipriani-ის პანეტონეს 1 კილოგრამი პასკის ფასი 139.90 ლარს შეადგენს, Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს კოლაბორაციით შექმნილი პანეტონე 179,90 და 219,90 ლარი ღირს, Vogue-ის პანეტონე 199,90 ლარი ღირს, ხოლო Loison-ის პრემიალური იტალიური 5 კგ-იანი პანეტონეს ფასი 499.90 ლარს შეადგენს. 

„ლე გატოს“ პასკების ფასი შემდეგნაირია: 850 გრამიანი ცუკატით 39 ლარი, შოკოლადით - 45, ხოლო დეკორით - 55 ლარი ღირს.

„ლაიმში“ 1 კილოგრამი პასკის ფასი 43 ლარია, რაც შეეხება „ანტრეს“, პასკების ფასი განსაზღვრული ჯერ არ აქვთ და ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.