სოფლის მეურნეობა
ცხვარი
„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა“ - ბექა გონაშვილი

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია.„ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების უმეტესობა ძალიან იგვიანებს და როდესაც ცხოველი კვდომას იწყებს, მაშინ იწყებენ ვაქცინაციას და ლოგიკურია, რომ ვეღარ შველიან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.ბექა გონაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ცხვრის იმპორტი, საიდანაც პირუტყვი ერაყშიც გადიოდა.„რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. „ჩვენი პროდუქცია, ცხვარი, არ არის შიდა ბაზრისთვის, ის ძირითადად საექსპორტოდ გამოიყენება, ამიტომ როგორც კი რომელიმე ბაზრის დაკეტვა ხდება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენზე. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ფასმა მოიმატა, რა შეიძლება აღდგომის მოსვლასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზარალი არის დიდი“ - აცხადებს იგი.

1714489163

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6788 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6849 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8583 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0825 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 მაისს შევა ძალაში. 

ეკონომიკა 1714569148

ტრამპი
ტრამპი მოსამართლემ 9000 დოლარით დააჯარიმა

ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი 9000 დოლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი იტყობინება.მოსამართლის განცხადებით, ტრამპმა საქმის შესახებ საჯარო კომენტარების გაკეთების შეზღუდვა დაარღვია.მოსამართლემ თქვა, რომ ჯარიმის რაოდენობა, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა მას  უფლებამოსილება არ აქვს, უფრო მკაცრი სანქცია დააწესოს.აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ხუან მერჩანი პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე სასამართლო პროცესს უძღვება.„მოპასუხე გაფრთხილებულია, რომ სასამართლო არ მოითმენს მისი კანონიერი ბრძანებების განზრახ დარღვევას და რომ საჭიროების შემთხვევაში დააწესებს პატიმრობას“, - აცხადებს მოსამართლე.მოსამართლემ დააჯარიმა ტრამპი თითოეული ცხრა ონლაინ განცხადებისთვის, რომელიც, მისი თქმით, არღვევდა მის ბრძანებას, არ გაეკრიტიკებინათ მოწმეები ან სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეები.პროკურატურამ შესაძლო დარღვევად 10 პოსტი დაასახელა.

სხვადასხვა 1714563987

პეტერ პაველი
ჩეხეთის პრეზიდენტი ევროზე გადასვლის მომხრეა

ჩეხეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა ევროზე უნდა გადავიდეს, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შეესაბამებოდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ პეტერ პაველმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.ინფორმაციას გამოცემა, Idnes ავრცელებს.„თუ ჩვენ გვინდა, ევროპის პირველ ლიგაში ვითამაშოთ, მაშინ ლოგიკურად უნდა დადგეს ევროს მიღების საკითხი. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებშიც ევროში გადახდა უკვე მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ უკმაყოფილოა მხოლოდ ის, ვისაც ეს ვალუტა არ აქვს“, - აცხადებს პაველი. პრეზიდენტმა ქვეყნის ევროზე გადასვლის შესახებ საახალწლო გამოსვლის დროსაც ისაუბრა, თუმცა, ბოლო მოწოდებისგან განსხვავებით, მაშინ პეტერ პაველი ეროვნული დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რამაც საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია.ცნობისთვის: ევროზე გადასვლის უპირატესობების განხილვა 2023 წლის ოქტომბერში შვედეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ვალუტა კრონმა გასული წლიდან უპრეცედენტო ვარდნა განიცადა.ევრო ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 20-ში გამოიყენება.

სხვადასხვა 1714563662

წვიმიანი ამინდი
საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება 1714562802

ბიტკოინი და ეთერიუმი
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა.ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.თითქმის 15%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 56,800 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.1 ტრილიონის ფარგლებშია.რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,800 დოლარს შეადგენს, რაც 13%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $345 მილიარდს შეადგენს.კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციასთან და ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.ასევე გასათვალისწინებელია FED-ისა და ECB-ის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივების რისკი, რასაც ინვესტორები განსაკუთრებით ნეგატიურად იღებენ.

საზოგადოება 1714559846

ჩანგპენგ ჟაო
BINANCE-ის დამფუძნებელს 4 თვით პატიმრობა მიესაჯა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლოს განმარტებით, ჟაოს ბრალად ედება საერთაშორისო სანქციების დარღვევა, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება.უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჟაოს 3 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურატურის მტკიცებით, ჩანგპენგ ჟაო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და მას თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით უნდა მიესაჯოს, რათა ეს სხვა თაღლითებისთვის იმის მკაფიო მაგალითად იქცეს, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდით ისინი მართლმსაჯულებას თავს ვერ აარიდებენ.ჟაოს დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ Binance-მა უპრეცედენტო მოცულობის ჯარიმის გადახდაზე განაცხადა თანხმობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჟაო თავის დანაშაულზე პასუხისმგებლობას იღებს და შესაბამისად პასუხისგებისთვის მზადაც არის.შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.

სხვადასხვა 1714559672