• Ƀ/$

თბილისის ბიუჯეტი 1.5 მლრდ-ს გადააჭარბებს

15 იანვარი 11:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერმა კახა კალაძემ წლის პირველ მთავრობის სხდომაზე 2020 წლის პროექტებზე და ბიუჯეტზე ისაუბრა.

კალაძის განცხადებით მისი მერად არჩევის დროს 2017 წელს თბილისის ბიუჯეტი 815 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წელს 900 მლნ-ს გადააჭარბა, 2019 წელს 1 მლრდს, 2020 წელს კი მან 1.245 მლრდს მიაღწია, რასაც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან მისაღები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი 260 მლნ ლარი დაემატება, რის შემდეგაც დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1.5 მლრდს გადააჭარბებს.


გეგმის თანახმად 2020 წლის ბოლოსთვის თბილისში ძველი ყვითელი ავტობუსები მთლიანად უნდა იყოს ჩანაცვლებული. ავტობუსების ჯამური რაოდენობა კი ამჟამინდელი 650-დან 750-მდე უნდა გაიზარდოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია ასევე ითვალისწინებს მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას. 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულდეს ძალოვანი კაბელისა და სავანტილიაციო სისტემის გამოცვლა რის შემდეგაც მეტრო ძველ გრაფიკის 06-დან 00-სთ-მდე დაუბრუნდება.


მსგავს თემაზე:

ევრობასკეტ 2021-ისთვის თბილისში კალათბურთის ახალი დარბაზი აღარ აშენდება


კახა კალაძემ 2019 წელი შეაჯამა



სხვა სიახლეები