ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა, იმპორტი შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

ელექტროენერგია

წელს 3 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველომ 438,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაში 1,856 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, 2023 წლის 3 თვეში კი 600,331 მლნ კვტ.სთ-ში 762.35 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში - 1,359 მლნ კვტ-სთ (88.35 ათასი აშშ დოლარი).

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს (3 თვეში) ელექტროენერგია. 

იმპორტიორები:

🔵 აზერბაიჯანი - 1,386 მლნ აშშ დოლარი

🔵 რუსეთი - 469.8 ათასი აშშ დოლარი

ექსპორტიორები:

🔵 აზერბაიჯანი - 912.7 ათასი აშშ დოლარი

🔵 სომხეთი - 350.4 ათასი აშშ დოლარი

ასევე, უმნიშვნელო მოცულობით, ექსპორტიორი იყო თურქეთიც.