ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 91%-ით შემცირდა - სად ვყიდით ყველაზე ძვირად/იაფად

სიმინდი

2024 წლის იანვარ-თებერვალში ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 1 კგ სიმინდი 0.36 დოლარად გავყიდეთ, ხოლო გასულ წელს 3.9 დოლარად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი წელს დაახლოებით 91%-ით შემცირდა.

მიუხედავად ფასის შემცირებისა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სიმინდის ექსპორტი გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივ ექსპორტზე 518 ათასი დოლარის სიმინდი გავიტანეთ, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 437.7 დოლარის. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმინდის ადგილობრივი ექსპორტი მიმდინარე წელს 18%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, ქართული წარმოების სიმინდის ექსპორტი აზერბაიჯანსა და ირანში განხორციელდა. აზერბაიჯანმა 1 კგ სიმინდში 5.4 დოლარი გადაიხადა, ხოლო ირანმა 0.25 დოლარი. კერძოდ: 

🔵 აზერბაიჯანი - 174 ათასი დოლარის 32 ტონა

🔵  ირანი - 344 ათასი დოლარის 1 388 ტონა

2015-2024 წლების იანვარ-თებერვალში სიმინდის ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

🔵  2015 წელი - 1 მლნ დოლარის 4 224 ტონა (0.23 დოლარი 1 კგ)

🔵  2017 წელი - 10.8 ატასი დოლარის 2 ტონა (5.4 დოლარი)

🔵  2020 წელი - 250 ათასი დოლარის 45.9 ტონა (5.4 დოლარი)

🔵  2021 წელი - 127 ათასი დოლარის 52.9 ტონა (2.4 დოლარი)

🔵  2022 წელი - 152.8 ათასი დოლარის 62.8 ტონა (2.4 დოლარი)

🔵  2023 წელი - 437.7 ათასი დოლარის 112.6 ტონა (3.9 დოლარი)

🔵  2024 წელი - 518 ათასი დოლარის 1 420 ტონა (0.36 დოლარი)

შენიშვნა: 2016, 2018 და 2019 წლის იანვარ-თებერვალში წართული ქარმოების სიმინდის ექსპორტი არ განხორციელებულა.