საქართველოს-უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მაქსიმუმზეა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

უნგრეთის დროშა

წელს, 3 თვეში, უნგრეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 17,050 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლების ანალოგიურ საანგარიშო პერიოდებთან შედარებით მაქსიმუმია. შედარებისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყნებს შორის 13,732 მლნ დოლარის ვაჭრობა შედგა, 2022 წლის 3 თვეში 12,231 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარ-მარტში 8,276 მლნ აშშ დოლარის და ა.შ

საქსტატის მიხედვით, წელს, 3 თვეში, საქართველოდან უნგრეთში 640.2 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტმა16,410 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს იანვარ-მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ უნგრეთში. 

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

🔵 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10,439 მლნ აშშ დოლარი

🔵 საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 721.8 ათასი აშშ დოლარი

🔵 საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 407.3 ათასი აშშ დოლარი

🔵 რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 303.7 ათასი აშშ დოლარი

🔵 კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 279.3 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

🔵 მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 258.9 ათასი აშშ დოლარი

🔵 ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 140.7 ათასი აშშ დოლარი

🔵 ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 75.8 ათასი აშშ დოლარი

🔵 სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 48.4 ათასი აშშ დოლარი

🔵 მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 28.7 ათასი აშშ დოლარი

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთანაც გაიმართება.