საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს

ავტომობილები

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 1 680 436 ავტომობილი იყო, 2022 წელს კი 1 563 165 ავტომობილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 37%-იან ზრდას აჩვენებს.

2023 წლისთვის ქვეყანაში არსებული ავტომობილების 37%-ი თბილისშია თავმოყრილი, სულ 622 174 ავტომობილი. 13%-იანი წილით, მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 2023 წლისთვის ავტომობილების მაჩვენებელი 216 591 ავტომობილს აღწევდა. მესამე პოზიციაზე კი ქვემო ქართლია, სადაც 2023 წელს 167 016 ავტომობილი იყო თავმოყრილი.

TOP-10 ავტომობილების ბრენდის განაწილება საქართველოში (2023 წელი)

🔵 MERCEDES-BENZ - 211161

🔵 TOYOTA - 178419

🔵 FORD - 159263

🔵 VAZ - 153923

🔵 OPEL - 146142

🔵 BMW  - 79205

🔵 VOLKSWAGEN - 72532

🔵 NISSAN - 68197

🔵 HONDA - 65280

🔵 MITSUBISHI - 54105