საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

რეგისტრირებული ბიზნესები

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მხოლოდ 27% ფუნქციონირებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. 

რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია, ამათგან კი მოქმედი 60 927 ბიზნესია (მათი საქმიანობის სფეროც უცნობია).

ყველაზე მეტი, 198 255 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიურ მხოლოდ 43%-ია.

იმ დარგების ხუთეულს, სადაც ყველაზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული ასეთია:

🔵 საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

🔵 ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 198 255 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 85 747 სუბიექტი (43%)

🔵 დამმუშავებელი მრეწველობა - 44 634 რეგისტრირებული, აქტიური - 18 336 სუბიექტი (41%)

🔵 ტრანსპორტი და დასაწყობება - 35 126 რეგისტრირებული, აქტიური - 20 046 სუბიექტი (57%)

🔵 მშენებლობა - 34 084 რეგისტრირებული, 17 654 აქტიური სუბიექტი (51,7%)

🔵 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 25 759 რეგისტრირებული, აქტიური 10 848 სუბიექტი (42%).