11 საუკეთესო შოკოლადი მსოფლიოში - TasteAtlas-ის რეიტინგი

შოკოლადი

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა. რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს.

პორტალი წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარიული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და თხილის, ლიქიორისა და ხილის ახალი ნარევი მიეღოთ.

ხუთვარსკვლავიანი შეფასებით მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმია:

🔵 ბელგიური შოკოლადი (ხუთი ვარსკვლავიდან 4,8)

🔵 ჯანდუია - ტურინი, იტალია (4,6)

🔵 შოკოლადის ტრიუფელი - შამბირი, საფრანგეთი (4,5)

🔵 ტიმ-ტამი - ავსტრალია (4,4)

🔵 შვეიცარული შოკოლადის ტრიუფელი (4,4)

🔵 ბელგიური პრალინები (4,4)

🔵 Nutella - პიემონტი, იტალია (4,2)

🔵 Pålægschokolade - დანია (4,1)

🔵 მოცარტკუგელი - ზალცბურგი, ავსტრია (4 ვარსკვლავი)

🔵 ამერიკული შოკოლადის ტრიუფელი - სან ფრანცისკო, აშშ (3,8)

🔵 ანანასიის გუნდები - ახალი ზელანდია (3,2)

TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი პორტალის აუდიტორიის შეფასებებს იმ მექანიზმით ეფუძნება, რომლებიც რეალურ მომხმარებლებს გამოარჩევს, ბოტებს კი აიგნორებს. პორტალი, ასევე, ემყარება ადგილობრივ ეროვნულ რეიტინგებს, ხოლო დამატებით მნიშვნელობას იმ მომხმარებლების შეფასებებს ანიჭებს, რომლებსაც სისტემა საქმის მცოდნედ აღიარებს. TasteAtlas-ი წერს, რომ საკვებზე მისი რეიტინგები საბოლოო გლობალურ დასკვნად არ უნდა განიხილებოდეს და მათი მიზანი შესანიშნავი ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციაა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება იმ კერძების მიმართ, რომლებიც მომხმარებელს ჯერ არ გაუსინჯავს.