4.403 მლნ ლარი 3 თვეში - თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები იზრდება

პარკირება

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები იზრდება.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 579 104 ლარი.

ამასთან, მცირედით გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 52.698 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 3 თვეში - 52.373 მლნ ლარი. 

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.