რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ნულოვანი რჩება

რუსული ზეთი

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი, წინა 11 თვის მსგავსად, მაისშიც ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში წერია.

მზესუმზირის შროტზე გადასახადი აპრილის 3,403.9 რუბლიდან მაისში ტონაზე 29,8%-ით, 2,389.6 რუბლამდე (37-დან 26 დოლარამდე) შემცირდება.

საორიენტაციო ფასებმა, რომელთა მიხედვითაც გადასახადი გამოითვალა, ტონა ზეთზე 766.7 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის წინანდელ 768.6 დოლარზე ნაკლებია, ხოლო შროტზე 205.9 დოლარია, რაც, ასევე, ერთი თვის წინანდელ 224.7 დოლარზე ნაკლებია. 

2023 წლის 1 სექტემბრიდან შროტზე გადასახადის გამოთვლის საბაზისო ფასი ტონაზე 2,000 რუბლით (22 დოლარით), ანუ 15,875 რუბლამდე (173 დოლარამდე) გაიზარდა, ხოლო ზეთის გადასახადის გამოანგარიშებისთვის საბაზისო ფასი არ შეცვლილა და ტონაზე კვლავ 82,500 რუბლს (897 დოლარს) შეადგენს.

ზეთსა და შროტზე გადასახადი რუბლებში 2022 წლის ივლისიდან გამოითვლება. მზესუმზირის ზეთის გადასახადი საბაზისო ფასს, ანუ ტონაზე 82,500 რუბლსა (897 დოლარსა) და საორიენტაციო, ანუ საბაზრო თვიურ და საშუალო არითმეტიკულ ფასთა შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.