საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს

UBER-ის ტაქსები

საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება სოციალურ ქსელში.

როგორც ტაქსისტების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, აპლიკაცია გამოწერეს და რაღაც ეტაპზე რეგისტრაციაც გაიარეს. მათივე ცნობით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა UBER-ის შემოსვლაზე საუბარი მიმდინარეობს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტაქსის პლატფორმა „ლაინი“ გამოჩნდა.

ტაქსის გამოძახების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის აპლიკაცია ქართულ ბაზარზე უკვე დაემატა. Google Play-სა და App Store-ში აპლიკაცია Uber Ge-ის სახელით იძებნება. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხელმისაწვდომი იქნება Uber Black-ი, რაც პრემიუმ კლასის მგზავრობის სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.