ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით სრულად ჩანაცვლდება

თბილისის ტრანსპორტი

თბილისში ყვითელ მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდება. კახა კალაძის თქმით, 1000 მიკროავტობუსი უკვე თბილისშია და ქსელში ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ავტობუსების პარკი ფაქტობრივად სრულად ჩანაცვლდა და არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში.

"ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არც ერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე სრულად განახლებული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარასდროს იმოძრავებს და ისინი ეტაპობრივად მუდმივად განახლდება.