1714460305
Facebook შეფერხებით მუშაობს
Facebook შეფერხებით მუშაობს - სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
Downdector-ის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 26% ამბობს, რომ საიტზე შესვლის პრობლემა აქვთ; აპლიკაციაც შეფერხებით მუშაობს და შესვლა უჭირს 54%-ს, Facebook-ზე შესვლა უჭირს 20%-ს.
SKIP Downdector-ის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 26% ამბობს, რომ საიტზე შესვლის პრობლემა აქვთ; აპლიკაციაც შეფერხებით მუშაობს და შესვლა უჭირს 54%-ს, Facebook-ზე შესვლა უჭირს 20%-ს.
1714632589
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მიმართავსსურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს.სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.„ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°C-მდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
1714632004
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყოთბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.მათი ცნობით, ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2- წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები ქართული ავიაბაზრისთვის სიახლეა და ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.
1714562802
საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1714559846
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცარეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა.ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.თითქმის 15%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 56,800 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.1 ტრილიონის ფარგლებშია.რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,800 დოლარს შეადგენს, რაც 13%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $345 მილიარდს შეადგენს.კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციასთან და ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.ასევე გასათვალისწინებელია FED-ისა და ECB-ის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივების რისკი, რასაც ინვესტორები განსაკუთრებით ნეგატიურად იღებენ.
1714558542
დღეიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 400 000 ლარამდე გაიზარდა1-ელი მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის შეფასებით ამ ზღვრის აწევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებისთვის და შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი.როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მიმდინარე მაკროეკონომიკური და მაკროფინანსური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. შემცირებული ინფლაციის კვალდაკვალ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლარის სესხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება საკრედიტო აქტივობაზე. სტაბილურია ლარის ფონდირების ზრდა და ბანკებს აქვთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ შეუფერხებლად დააკრედიტონ ადგილობრივ ვალუტაში. ამასთან გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, შემცირებულია მოთხოვნა უცხოური ვალუტის სესხებზე. აღნიშნული გარემოებები სასურველ წინაპირობას ქმნის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის გასაზრდელად ეკონომიკაზე მინიმალური გავლენით.გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება