როგორ ცხოვრობს ირანი, რომლის გამოც მსოფლიო გლობალური ომის ზღვარზეა - თეირანი რიცხვებში

ირანის დროშა

როგორია იმ ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, რომლის გამოც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

ირანის ეკონომიკის, თითქმის, 60% გეგმიური ეკონომიკაა. ეკონომიკის წამყვანი დარგები ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაა. ირანი მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვების 10%-ს, ხოლო ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ს ფლობს. ირანის ეკონომიკის უნიკალური დამახასიათებელი ნიშანი დიდი რელიგიური ფონდების არსებობაა, რომელთაც „ბონიადებს“ უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯის 30%-ია.

საერთაშოირისო სავალუტო ფონდის 2023 წლის ბოლო კვარტალური მოხსენების, World Economic Outlook-ის მიხედვით, ირანის ეკონომიკა გასულ წელს 5,4%-ით გაიზარდა. 

ეს მაჩვენებელი ქვეყნის 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 1,6%-ით აღემატება. ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზი ირანის წლევანდელ ეკონომიკური ზრდაზე, ასევე, გაუმჯობესდა და გასული წლის ოქტომბრის 2,5%-დან 3,8%-მდე გაიზარდა.

ირანის ეკონომიკური ზრდა გლობალური ზრდის 3,1%-მდე შენელების კონტექსტში გამოირჩევა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1,6% იყო, მაშინ, როცა 2022 წელს 2,6%-ს შეადგენდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2023 წელს საშუალო ზრდამ 4,1% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანის ეკონომიკა ამ ქვეყნების საშუალო ზრდის ტემპს აღემატება.

ფონდის მონაცემებით, ირანის მშპ-ი 2023 წელს 366,44 მლრდ დოლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 4,080 დოლარს შეადგენდა. ირანის ეკონომიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მშპ-ის მოცულობით მე-19 ადგილზეა, რაც 1,81 ტრლნ დოლარად არის შეფასებული.

ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობა 88, 084.648 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 44, 670.528 მამაკაცი (50.7%), 43,414.123 კი ქალია (49.3%). წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 19, 784 მოქლაქე წავიდა, ხოლო მოსახლეობა 321,119 კაცით გაიზარდა.

მიმდინარე წლის დასაწყისისთვის ირანის მოსახლეობის 70.9%-ი 15-დან 65 წლამდე, 24.1%-ი კი 15 წლამდე ასაკისაა, ხოლო 64 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რაოდენობა 5%-ს შეადგენს.

15 წელზე უფროსი ასაკის, დაახლოებით, 57,923.244 ადამიანს წერა-კითხვა ნებისმიერ ენაზე შეუძლია, რაც ზრდასრული მთლიანი მოსახლეობის 86.9%-ს შეადგენს. ზრდასრულ მამაკაცთა შორის წიგნიერების მაჩვენებელი 91,19%, ხოლო ქალებს შორის 82,52%-ია. ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარი 2,970.854 მამაკაცი, ხოლო 5,757.922 ქალია. ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელი მამაკაცებში 98,53%-ს, ქალებში კი 98,17%-ს შეადგენს.

გასული წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ირნაში 9.7%-ს, ხოლო ახალგაზრდებში 21.6%-ს შეადგენდა. დასაქმებული 24,306 მილიონი ადამიანი იყო.

2023 წელს ირანში ნედლი ნავთობის წარმოება 3,000 BBL/D/1K-ს, სამრეწველო 6,4%-ს, ხოლო ფოლადის წარმოება 1,600 ათას ტონას შეადგენდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში სულ 1,181.665 ცალი ავტომობილი იქნა წარმოებული.

კორუფციის დონით ირანი მსოფლიოში 147-ე ადგილზე, ბიზნესის კეთების სიმარტივით კი 127-ე ადგილზეა.

გასულ წელს ინფლაციის დონემ ქვეყანაში 39.5%-ს მიაღწია, სამომხმარებლო ხარჯმა 25,624 მლრდ დოლარი შეადგინა, საპროცენტო განაკვეთი კი 18%-ი იყო.

ამდენად, ირანი აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი, ხოლო დასავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და OPEC-ის სახელმწიფოებს შორის უმსხვილესი ქვეყანაა. ის ეროვნული წარმოებით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. ისლამურ სამყაროში ირანი მშპ-ით ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და თურქეთის შემდეგ მეოთხე უდიდესი ეკონომიკაა.

კონკურენტუნარიანობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ირანი 76-ე, ხოლო ინოვაციების მხრივ 78 ადგილზეა.

ირანის ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები და საკანონმდებლო შეზღუდვები აფერხებს. კერძოდ, 2022 წლის 7 მარტის მდგომარეობით ირანის წინააღმდეგ 3,616 სანქცი იყო დაწესებული, რაც 2023 წელს 4,268-მდე გაიზარდა.