რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრედიტაცია კიდევ ერთ აფხაზურ ბანკს მიანიჭა

 „კიბიტ-ბანკი“

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აფხაზურ „კიბიტ-ბანკის“ აკრედიტაცია მიანიჭა. შესაბამისი ჩანაწერი რუსეთის ფედერაციის უცხოური საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ოფისების ცენტრალური ბანკის რეესტრში უკვე გამოჩნდა.

ეს რუსული მარეგულირებლის მიერ აკრედიტებული მეორე აფხაზური ბანკია. პირველი იყო „ამრა ბანკი“.

ცნობისათვის, ცენტრალური ბანკის რეესტრში ამჟამად 24 აკრედიტებული უცხოური ბანკია.