სად არიან ჰუსიტები და რა ვითარებაა წითელ ზღვაში?

ჰუსიტები

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან მალე, წითელი ზღვის რეგიონი სატვირთო გემებისა და ტანკერებისთვის უაღრესად საშიშ ზონად იქცა, რასაც ჰუსიტი ტერორისტების და მეკობრეების გააქტიურება განაპირობებდა.

თავად ჰუსიტთა დაჯგუფება ირანის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, შესაბამისად, ტერორისტები გემებს მათი მფლობელების მიხედვით ესხმიან. მაგალითად, ყველაზე აქტიურად ჰუსიტები აშშ-ის, ევროკავშირისა და ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ხომალდებს უტევენ, ამიტომ მათთვის წითელი ზღვის რეგიონი განსაკუთრებით საშიშ ადგილად იქცა.

ცხადია, ტერორისტული თავდასხმის რისკთან გამკლავება არცერთ ჭკუათმყოფელ კომპანიას არ სურს, სწორედ ამიტომ ტანკერების გადაზიდვები წითელი ზღვის არხში 96%-ითაა შემცირებული, ევროპული სატვირთო გემების აქტივობა 50%-ით დაეცა, ხოლო ამერიკული გემების აქტივობის ვარდნის მაჩვენებელი 64%-ს აღწევს.

საპირწონედ ამისა, რეგიონში გაზრდილია რუსული და ირანული გემების აქტივობა, რადგან მათ ჰუსიტების მხრიდან საფრთხე არ ემუქრებათ. ასევე უსაფრთხოდ მგზავრობენ რუსული საქონლით დატვირთული ჩინური და ინდური გემები.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური გემებისთვის წითელი ზღვის რეგიონი საშიშ ზონად რჩება, ამიტომ ისინი ალტერნატიულ გზებს ირჩევენ და ტერორისტებს თავს არიდებენ.