• Ƀ/$

ბრიტანეთის იმპერიამ მონობის აკრძალვა მთელს მსოფლიოში დააჩქარა

17 თებერვალი 16:25, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მონობის საბოლოო გაუქმების საკითხში, რომელიც ზოგან XX საუკუნის მეორე ნახევრამდე შემორჩა, ბრიტანეთს დიდი როლი აკისრია.

ბრიტანეთმა მონობის წინააღმდეგ თავადაც გადადგა მტკიცე ნაბიჯები და იგივეს სხვებსაც აიძულებდა. მან მონებით მოვაჭრეებს ბრძოლა გამოუცხადა, აფრიკასა და არაბულ ქვეყნებში. ამ 2 რეგიონში მონათმფობელობა ყველაზე დიდხანს შემორჩა. ეთიოპიაში ფორმალურად ის მხოლოდ 1942 წელს გაუქმდა, საუდის არაბეთში კი 20 წლის შემდეგ.


ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში ერთ დროს მონებით ვაჭრობა სარფიან ბიზნესად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.


მონობის აკრძალვის შესახებ კანონი ბრიტანეთის პარლამენტმა 1833 წელს დაამტკიცა. აკრძალვა ძალაში ყველა კოლონიაში შევიდა შრი-ლანკის გამოკლებით, სადაც გადაწყვეტილების აღსრულებამ 10 წლით დააგვიანა. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ლორდები და პროგრსეულად მოაზროვნე წარჩინებული პირები სვამდნენ კითხვას თუ რატომ გრძელდებოდა მონობა საზღვარგარეთ და მითუმეტეს ბრიტანეთის კოლონიებში.


ბრიტანეთის მკვეთრმა პოზიციამ, რაც საკოანომდებლო დონეზეც აისახა, შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი დააჩქარა, რისე შემდეგაც მონობა ამ ქვეყანაშიც გაუქმდა.


გარდა იმისა, რომ მონობა არღვევდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, ერთი შეხედვით უფასო მუშახელით შექმნილი ეკონომიკაც არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი. მონის პროდუქტიულობა, რომელსაც დაინტერესება საერთოდ არ გააჩნდა, დაქირავებულ მუშაზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. ყოველივე ეს აშშ-ის სამოქალაქო ომშიც დადასტურდა და მის შემდეგაც როდესაც ყოფილი კოლონია ზესახელმწიფოდ გადაიქცა.


 


სხვა სიახლეები