• Ƀ/$

თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი მარტში გაიმართება

1 მარტი 11:56, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა, შეხვედრისას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მარტში გასამართ თურქეთ-საქართველოს ერთობლივ ბიზნესფორუმს.


ფინანსთა მინისტრმა მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებას, რომელმაც  საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ზწლი უნდა შეუწყოს.


აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებს 2017 წლის მაისში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის დროს ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე აქვთ მიღებული. 


სხვა სიახლეები