• Ƀ/$

მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა

10 აპრილი 13:23, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ილონ მასკი დასახული მიზნისკენ, რომელიც მარსის კოლონიზაციას გულისხმობს ეტაპობრივად მიიწევს. ამჟამად მან Big Falcon Rocket-ის მთავარი ნაწილის ფოტო გაასაჯაროვა.

მეტი ეფექტისთვის ფოტოზე, რომელიც instagram-ის საშუალებით გავრცელდა რაკეტის ნაწილის გვერდით TESLA model 3 დგას. ზომებს შორის კონტრასტი აშკარაა და ეს არცაა გასკვირი. რაკეტის ნაწილის დიამეტრი 9 მეტრია, სიგრძე 48 მეტრი, დასრულების შემდეგ კი მისი სიგრძე 106 მეტრს მიაღწევს, წონა კი 150 ტონას. რაკეტა იქნება უფრო დიდი ვიდრე SATURN V და FALCON HEAVY.


თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ხომალდის გამოცდა შესაძლოა 2019 წელსაც მოხერხდეს, პირველი მისია კი 2024 წლამდე.


NASA-ს მეშვეობით მთვარეზე უკანასკნელი პილოტირებული მისია 1972 წელს განხორციელდა, კოსმოსში კი 2011 წელს. თაბდაპირველი გეგმის თანახმად მარსზე ვიზიტი ჯერ კიდევ 2015 წლამდე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ის რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად SPACE X და NASA აქტიურად თანამშომლობენ.


მასკი განცხადებით ის უბრალო ვიზიტს არ დასჯერდება და მას მეზობელ პლანეტაზე მუდმივი დასახლების შექმნის სურვილი გააჩნია.


მსგავს თემაზე:

Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა


Falcon 9-მ ესპანური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიტანა


მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა


აშშ–ის მთავრობამ ილონ მასკის „მსოფლიო Wi-Fi”-ს გაშვებას მხარი დაუჭირა



სხვა სიახლეები