• Ƀ/$

ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2007-2017 წლებში საქართველოში 21 პროექტი დააფინანსა

2 მაისი 10:00, 2018 წელი | ფინანსები

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკსთან შეხვედრისას  საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.   

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს როგორიცაა ენერგეტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პოზიტიურად შეფასდა პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც  საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობას შეეხება. ხაზი გაესვა ასევე ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და აღნიშნული შესაძლებლობის გაზრდის აუცილებლობაზე.


ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატის შენარჩუნების აქტივობებს აფინანსებს.  2007 წლიდან, მზარდი ტემპით იქნა დაფინანსებული 21 პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააძლიერა მხარდაჭერა და ფაქტობრივად გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში, რაც შეადგენს 1.55 მილიარდ ევროს. 


 


მსგავს თემაზე:


საქართველო სავალუტო ფონდისგან $43 მლნ-ს მიიღებს


მსოფლიო ბანკი საქართველოში BLOCKCHAIN-ის ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესდა


სხვა სიახლეები