• Ƀ/$

ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებენ მონაწილეობას

16 მაისი 13:16 | მთავარი

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 16-დან 18 მაისის ჩათვლით, 13 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე „Sial China 2018” წარდგება. 

Sial China 2018, რომელიც ქალაქ შანხაიში გაიმართება, აზიის უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 110 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს  3 400-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 67 ქვეყნიდან.


ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „ტურალ გრუპი“, შპს „ჯი პი არი“, შპს „ნათსჯი“, შპს „ელენი და კომპანია“ და შპს „ჯი.ენ. კომპანი“ რომლებიც თხილს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას,  შპს „კულა“ რომელიც სხვადასხვა სახლის წვენს, მურაბას, კომპოტს და საწებელს აწარმოებს, შპს „ბარამბო“, რომელიც ტკბილეულის წარმოებით არის დაკავებული, შპს „არგო“ და შპს „ზედაზენი“ ლიმონათებით წარდგებიან, შპს „არომაპროდუქტი“, რომელიც  საერთაშორისო ბაზარზე წვენების და საწებლის წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს და შპს „დუგლაძის ღვინის მარანი“, შპს „ვაზისუბნის მამული“ და „გილენი“, რომლებიც ქართული ტრადიციული ღვინით წარდგებიან.


პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, რომლის მისიაც ქართული საწარმოების მხარდაჭერა და მათი გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. მთავარი მიზანს კი ქვეყანაში მეწარმოების განვითარება წარმოადგენს.


მსგავს თემაზე:


ბერლინის ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ქვევრის ღვინით წარსდგა


დუბაის გამოფენაზე აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ


სხვა სიახლეები