• Ƀ/$

ილონ მასკი სმარტფონებს გამოუშვებს

23 ივლისი 18:09, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სოციალურ ქსელებში ილონ მასკის კომპანიის Tesla მიერ წარმოებული სმარტფონების წინა და უკანა პანელების ფოტოკადრები გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას GizChina ავრცელებს.

სმარტფონის კოდური სახელია Quadra, რომლის წარმოების შესახებ პირველი ინფორმაცია 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა. კადრებიდან ჩანს, რომ სმარტფონის დისპლეის ჩარჩო არ ექნება. ეკრანის ზედა ნაწილში ჭრილია სასაუბრო დინამიკისთვის და ფრონტალური კამერისთვის. სმარტფონის უკანა პანელზე Tesla–ს დიდი ლოგოტიპი, ძირითადი დინამიკი და ორმაგი კამერის ადგილია განთავსებული.


Quadra–ს შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოჩენას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სმარტფონის გაყიდვები. უცნობია მისი საორიენტაციო ფასიც.


სხვა სიახლეები