• Ƀ/$

აშშ დოლარი 68 რუბლს ასცდა – რუსული ვალუტის ორწლიანი მინიმუმი

13 აგვისტო 11:34, 2018 წელი | ფინანსები

მოსკოვის ბირჟაზე რუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 68–იან ნიშნულს ასცდა და 2016 წლის აპრილის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

რუსული რუბლი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში სერიოზული წნეხის ქვეშაა. გასულ პარასკევს აშშ დოლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა – 67 რუბლს ასცდა.


ბოლო დღეებში რუბლის მკვეთრ ვარდნას მიმომხილველები აშშ–ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაანონსებას უკავშირებენ.


სანქციების პირველი პაკეტი, რომლის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა, შემდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს: რუსეთის 7 ბანკთან დოლარში ოპერაციების შეწყვეტა, რუსულ სახელმწიფო ვალთან ოპერაციების აკრძალვა. ამერიკული კანონპროექტის ავტორებმა ახალი სანქციები მონათლეს სახელწოდებით „სანქციები ჯოჯოხეთიდან“.


სანქციების მეორე პაკეტი სკრიპალების მოწამვლის საქმეს უკავშირდება და ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს დააანონსა. ამ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 22 აგვისტოდან შევა ძალაში. რუსეთის საელჩომ აშშ–ში აღნიშნულ სანქციებს „დრაკონული“ უწოდა.


რუსეთის მთავრობამ ახალი ამერიკული სანქციების საპასუხოდ გადაწყვიტა, აშშ–ის ეკონომიკაში რუსეთის ინვესტიციები შეამციროს.


თურქული ლირის სრული კრახი


თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა, რომელიც ერდოღანის სიძეა, ირის გაუფასურებას „თავდასხმა“ უწოდა და პირობა დადო, რომ უკვე ორშაბათიდან ინვესტორები ლირის გადარჩენის გეგმას მიიღებენ.


ამის შესახებ მინისტრმა გაზეთთან Hürriyet ინტერვიუში განაცხადა.


„ეს ძალიან მკვეთი თავდასხმაა, რომელიც ფინანსური ბაზრის უდიდესმა მოთამაშემ წამოიწყო“, – განაცხადა ალბაირაკმა.


მისივე თქმით, ახალი პოლიტიკის შემუშავებაში ცენტრალურმა ბანკმა, მთავრობამ და სცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.


თურქული ლირა წლის დასაწყისიდან 45%–ით გაუფასურდა, რასაც მიმომხილველები პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაკეკთებულ ანტიამერიკულ განცხადებებს უკავშირებენ.


მხოლოდ გასულ პარასკევს, 10 აგვისტოს, თურქული ლირის ვარდნამ 18% შეადგინა.


ორშაბათს დილით 1 აშშ დოლარი 6,65 ლირა ღირს.


მსგავს თემაზე:


ერდოღანის სიძე ლირის გაუფასურების შეჩერების პირობას დებს


თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე


სხვა სიახლეები