• Ƀ/$

Bloomberg-ის პლატფორმაზე ლარი გამყარებისკენ წავიდა

15 აგვისტო 13:50, 2018 წელი | ფინანსები

ერთკვირიანი გაუფასურების შემდეგ Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15 აგვისტოს ლარმა გამყარება დაიწყო. 13:30-ისთვის დოლარის ღირებულება 6.5 თეთრით 2.5563-მდე შემცირდა.

ლარის გამყარება თითქმის ერთი-ერთში დაემთხვა თურქული ლირის გამყარებას, რომელიც დილიდან მოყოლებული 6.42-დან 6.11-მდე გამყარდა, თუმცა იმავე პერიოდში მცირედით 66.4-დან 66.8-მდე გაუფასურდა რუსული რუბლი.


1-13 აგვისტოს რუბლი 9.5%-ით 63-დან 69-მდე გაუფასურდა, ლირა კი ბევრად უფრო მკვეთრად 42%-ით 4.92-დან 7.01-მდე გაუფასურდა. იმავე პერიოდში 7.3%-ით 2.45-დან 2.63-მდე გაუფასურდა ლარიც. მართალია მეზობელი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება ზრდის იმავე ქვეყნიდან იმპორტის მოცულობას, მაგრამ მას თვეები სჭირდება, ლარის გაუფასურებაში კი უფრო დიდი როლი უარყოფითმა მოლოდინებმა იმუშავა.



 


მსგავს თემაზე:


თურქეთის კრიზისის ექო – ცეცხლმოდებული ყალბი დოლარი ბაქოში და ლირის დევალვაციის საცეცები რეგიონში


THE NEW YORK TIMES- თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს


სხვა სიახლეები