• Ƀ/$

Facebook-მა რუსეთიდან და ირანიდან მმართველი დეზინფორმატორი კომპანიები გამოავლინა

22 აგვისტო 10:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

Facebook-ის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციიდან და ირანიდან მართვადი კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მომხმარებლების დეზინფორმირებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სამშაბათს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა.


საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთა შორის კავშირები Facebook-მა ვერ აღმოაჩინა. ამასთან ორივეს შემთხვევაში ერთი და იგივე ტაქტიკა გამოიყენებოდა: მონაცემების შესახებ ჩანაწერების ქსელის შექმნა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით.


„კოორდინირებული არააუთენტური ქცევის“ გამო Facebook-დან და Instagram–დან 650–ზე მეტი ანგარიში და ჯგუფი წაშალეს. ეს გვერდები ირანიდან იმართებოდა და ახლო აღმმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში მყოფ მომხმარებლებზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ სოცქსელის ადმინისტრაციამ უკვე აცნობა აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს.


რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირები


Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ წაშლილი ანგარიშების ნაწილი ისეთ წყაროებთან იყო კავშირში, რომლებიც მანამდე აშშ–ის მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვას დაქვემდებარებულებად დაასახელა. სოცქსელის ადმინისტრაციის მტკიცებით, ამ ანგარიშების სამიზნე სირიელი და უკრაინელი მომხმარებლები იყოვნენ.


სხვა სიახლეები