• Ƀ/$

დისნეილენდმა ბილეთები გააძვირა

8 იანვარი 14:53 | კომპანიები

"Star Wars: Galaxy’s Edge"-ს ახალი სივრცის გახსნა დისნეილენდში ზაფხულში იგეგმება, თუმცა მენეჯმენტი ამ დროს არ დაელოდა და ბილეთების ფასი უკვე, საშუალოდ, 8%–ით გაზარდა.

თუ აქამდე ზრდასრული ადამიანისთვის სრული პაკეტი $135 ღირდა, ის $149 გახდა. ნორმალური პაკეტი, რომელიც გარკვეულ დღეებზე დაბლოკილია, $117-დან 129$-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო იაფი დღიური ბილეთი, რომელიც ბევრად მეტ დღესაა შეზღუდული, $97-დან $104-მდე გაძვირდა.


ყველაზე იაფი წლიური პაკეტი (ლიმიტირებული გამოყენების) $369-ის ნაცვლად $399 გახდა. რაც შეეხება ყველაზე ძვირიან წლიურ პაკეტს, რომელიც დისნეილენდსაც და უოლტ დისნეისაც მოიცავს, $1,579-იდან $1,949-მდე გაიზარდა.


ავტოსადგომით სარგებლობის დღიური ღირებულება $25 გახდა.


დისნეილენდმა ფასები ბოლოს 2018 წლის თებერვალში გაზარდა.


,,ფანები აუცილებლად გადაიხდიან მომატებულ ფასებსაც, რათა ისარგებლონ ახალი ,,ვარსკვლავური ომებით’’, - განაცხადა ThemeParkInsider.com-ის რედაქტორმა.


დისნეილენდში ზაფხულში ,,ვარსკვლავური ომების’’ გახსნის გამო, უამრავ ვიზიტორს ელოდებიან.


სხვა სიახლეები