• Ƀ/$

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო სამოქალაქო ომით იმუქრება

4 თებერვალი 12:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელაში დაძაბულობა გრძელდება. ასობით ათასი ადამიანი კარაკასის ქუჩებში ყოველდღიურად იკრიბება, მადურო ჯერჯერობით ძალაუფლებას ინარჩუნებს, თუმცა ნელ-ნელა კონტროლს კარგავს.

იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ხუან გუადიო დროებით პრეზიდენტად აღიარეს, ან უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადეს სისსტემატურად იზრდება. ცალკეულ ქვეყნებს ევროსაბჭოც შეუერთდა. შაბათს გამართულ მიტინგზე კარაკასში საქართველოს დროშაც გამოჩნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ხუან გაუადიო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარა.


ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროცესებში სამხედრო ჩარევა დასაშვებად მიიჩნია. არმია დიდი ხნის განმავლობაში მადუროს დასაყრდენ ძალად მიიჩნეოდა, რაც მათთვის მიცემული მაღალი ხელფასებითა და ნავთობის ბიზნესის წილში ყოფნით აიხსნებოდა, მაგრამ ბოლო დროს ბზარი ამ მიმართულებითაც გაჩნდა. გენერალმა და საჰაერო ძალების სარდალმა ფრანსისკო იანსენმა მხარდაჭერა გუადიოს გამოუცხადა.


მადუროს პოსტი არ ეთმობა და ოპოზიციას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს. პარალელურად სამოქალაქო ომითაც იმუქრება.


ვენესუელა, ქვეყანა რომელსაც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი და შესანიშნავი ბუნება გააჩნია სიღატაკეშია ჩაფლული. 2018 წელს წლიურმა ინფლაციამ 1 700 000%-იან ნიშნულს მიაღწია, ვალუტა კი 137 000 000%-ით გაუფასურდა.


გუადიოს ღიად მხარს თითქმის მთელი ამერიკის კონტინენტი, საქართველო, უკრაინა და ავსტრალია უჭერს. ევროკავშირი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვს რაც გუადიოს მხარდაჭერად აღიქმება. ბევრად მცირეა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც მხარდაჭერა მადუროს გამოუცხადეს. ესენია: ბოლივია, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, სირია და ირანი.



მსგავს თემაზე:

ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესდა


ვენესუელური ბოლივარი 1 წელიწადში 137 200 000%-ით გაუფასურდა



სხვა სიახლეები