• Ƀ/$

ტაქსის რეფორმის ფარგლებში ტაქსისტები მერიისგან ვაუჩერებს მიიღებენ

28 თებერვალი 11:20 | ეკონომიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ავტომობილების გადაღებვისა და ინტერიერის ქიმწმენდის ჩასატარებლად მძღოლები მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ვაუჩერებს მიიღებენ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, აღნრშნული ვაუჩერები ტაქსის მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ავტომობილები რეფორმაში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესაბამისობაში მოიყვანონ.


"ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ სმს შეტყობინებები და ეს შეტყობინენები იგზავნება ყოვლდღიურად. ამდენად, მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე -taxi.tbilisi.gov.ge, მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება.
ასე რომ, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ორ ვაუჩერს - ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსტერიერის ღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს", – აღნიშნა კახა კალაძემ.


მსგავს თემაზე:

ტექდათვალიერებაგავლილი ტაქსის მძღოლები ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერით დასაჩუქრდებიან


ტაქსის უფასო პარკირებისთვის თბილისში 60 ლოკაცია შეირჩა



სხვა სიახლეები