• Ƀ/$

შესარჩვემა კომისიამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შეარჩია

31 მაისი 15:34 | ფინანსები

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძე განცხადებით საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე შერჩეულია და მათ ვინაობას უახლოეს დღეებში გამართულ ბრიფინგზე დაასახელებს.

,,შესარჩვემა კომისიამ დაასრულა პროცედურებზე მუშაობა, შეირჩა 5 კანდიდატი, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ეს პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში, ამას არ დასჭირდება დიდი დრო. გარკვეული პროცედურებია კიდევ, დასანიშნია საინვესტიციო ოფიცერი, ასევე იქმნება რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ დაიწყოს დასავლური სტანდარტების საინვესტიციო პროცესი.“ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საინვესტიციო საბჭოს შერჩეული წევრები არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდებს და აქვთ მაღალი თანამდებობი ევროპის წამყვან ქვეყნებში.


სავალდებულო საპენსიო დაღზვევის სისტემა 2019 წლის ინავრიდან ამოქმედდა. დასაქმებულს დარიცხული ხელფასიდან 2% იჭრება, რომელიც საშემოსავლოთი არ იბეგრება, 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, 2% კი ბიუჯეტიდან ირიცხება. 40 წელს გადაცილებულ პირებს სქემის დატოვებისთვის 2 თვიანი ვადა გააჩნიათ.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკის მინისტრი: საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება


საპენსიო სააგენტოს აუდიტორი Ernst & Young გახდა



სხვა სიახლეები