• Ƀ/$

პრემიერმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პერსპექტივა განიხილა

11 ივლისი 14:26 | ეკონომიკა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკურიკავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.


ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.


განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობსხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.


ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი დააღნიშნა, რომ ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.


შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოებისკუთხით არსებულ გამოწვევებს.


პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოსმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10–წლიან იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.


საქართველოში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები შეიკრიბნენ.


საქართველოში იყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.


კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.


ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს სქართველოს მთავრობა გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე - შინაარსით


მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას“, იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საფინანსო შეთანხმებებს.


კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


ასევე ცალკეულ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის, ჩეხეთის, სერბეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


სხვა სიახლეები