• Ƀ/$

აბრეშუმის გზის ფორუმში 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას

18 ოქტომბერი 16:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აბრეშუმის გზის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოპულარიზაციისთვის, - განაცხადა ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გოგოლმა.

გოგოლის თქმით ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი დერეფნის ცნობადობის გაზრდას და შემდგომ განვითარებას და რაც მთავარია, ტვირთების გადმომისამართებას სხვა ალტერნატიული მარშრუტებიდან. -  ბოლო პერიოდში ტვირთბრუნვა დერეფანში მზარდია, მაგრამ პოტენციალი გაცილებით დიდია და ეს შესაძლებლობა დღეს არ არის ათვისებული აღნიშნა ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალური დირექტორმა.


ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს მესამედ ტარდება. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. აბრეშუმის გზა, როგორც  გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის.


„საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ შეასრულოს რეგიონული, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, ასევე სამრეწველო ჰაბის ფუნქცია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს ამ შესაძლებლობების ეფექტური პრომოცია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გოგოლმა.


ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმაზე, რომელსაც ასობით ბიზნესმენი ესწრება. „ფორუმი ასევე არის კარგი შესაძლებლობა გაეცნო სექტორის სიახლეებს, შეხვდე პოტენციურ პარტნიორებს და ამით საფუძველი ჩაუყარო ახალ საქმიან ურთიერთობებს,“ - განაცხადა ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გოგოლმა.


სხვა სიახლეები