• Ƀ/$

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

6 ნოემბერი 11:17 | ეკონომიკა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა.


აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტრადა კიდევ 2 ხიდს: მდინარე ქისტურაზე არსებულ ხიდს, რომლის ღირებულება  795 ათასი ლარია და მდინარე თერგზე არსებულ ხიდს, სადაც სამუშაოების ღირებულება 2.5 მლნ ლარს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ქვეშეთი-კობის 909 მლნ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა


ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება



სხვა სიახლეები