• Ƀ/$

2021 წლის ბიუჯეტში მსხვილი პროექტების 50%-ზე მეტს ანალიზი განახლებული მეთოდოლოგიით ჩაუტარდება

9 დეკემბერი 17:58, 2019 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვის მნიშვნერლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის  სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებაზე და  განხორციელების მონიტორინგზე.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები.


„2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე  მეტის  ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა.


მსგავს თემაზე:

პროექტები, რომლებიც თბილისის 2020 წლის 1.3 მლრდ-იანი ბიუჯეტით დაფინანსდება



სხვა სიახლეები