• Ƀ/$

„ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე ვერ გაიყიდა

23 იანვარი 16:10 | ეკონომიკა

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. 

„საპარტნიორო ფონდში“ ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობების დაზუსტების ეტაპზე არიან.


„ობიექტზე ინტერესი არავინ გამოხატა, შესაბამისად, აუქციონი ჩაიშალა. ახლა მიმდინარეობს შემდგომი აუქციონის პირობების დაზუსტება და ანალიზი. ისეთივე საჯარო აუქციონი ჩატარდება. პირობები შეიცვლება, რაღაცები დაზუსტდება, კეთდება ანალიზი, ფასი გადაიხედება სავარაუდოდ, რადგან ამ ფასიტ არავინ დაინტერესდა“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვარიანმა.


სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელი 2018 წლიდან „საპარტნიორო ფონდია“. იქამდე 3 წელი მას ყაზახური Rixox მართავდა. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა ობიექტი აუქციონზე 2019 წლის 6 დეკემბერს გაიტანა. მინიმალური საწყისი ფასი $37.56 მლნ იყო. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.


მსგავს თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი: სასტუმრო "პარაგრაფი" არაორდინალური ექსკლუზივების რაოდენობის გამო $120 მლნ დაჯდა


2021 წლისთვის საქართველოში Wyndham-ის ჯამურად 1300 ნომრიანი 7 ახალი სასტუმრო აშენდება



სხვა სიახლეები